ბაიდენი უკრაინის მიერ ავდიივკიდან ჯარების გაყვანას აშშ-ს ‘კონგრესის უმოქმედობას’ აბრალებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელშიც ავდიივკის დასახლებიდან უკრაინის ჯარების გამოსვლა უკრაინის დახმარებაში “კონგრესის უმოქმედობას” დააბრალა. “დღეს დილით უკრაინის ჯარი იძულებული გახდა, ავდიივკიდან გამოსულიყო მას შემდეგ, რაც კონგრესის უმოქმედობის შედეგად შემცირებული მარაგების გამო ჯარისკაცებს საბრძოლო მასალების გამოზოგვა დასჭირდათ, რამაც თვეების განმავლობაში რუსეთის პირველი საგულისხმო წინსვლა გამოიწვია”. – […]
“როცა მანახეს ის კადრები, სუნთქვა აღარ შემეძლო, არც ტირილი…”– რას წერს სოსო გოგაშვილის შვილი

581-ე დღეა დღეს, რაც მამაჩემი ცრუ ბრალდებების გამო უკანონოდ არის დაპატიმრებული. 16 ივლისს შეიძლებოდა დიდი სტრესის ფონზე ჩემი ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრის გული გაჩერებულიყო იმდენად სასტიკად მოგვექცნენ იმ ღამეს. როცა გავიგე რაც მოხდა და მანახეს ის კადრები, სუნთქვა აღარ შემეძლო, არც ტირილი. 14 საათი ვუყურებდით შეუარაღებულ სპეცრაზმელებს, დაკავებულ, მამას, რომელსაც ფიზიკური ზიანი მიაყენეს ჩვენს […]
“შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი” – “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” პირველი წარმომადგენელი გალში

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე წერს, რომ საზოგადოებას პირველი წარმომადგენელი ჰყავს გალში, სოფია-ეკატერინე სოტკილავა. სოფია–ეკატერინე სოციალურ ქსელში, წერს: დიდი მადლობა გიორგი კეკელიძე ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო და პასუხისმგებლობა, რაც სამყარომ ბუმერანგის პრინციპით დამიბრუნა ბავშვების და წიგნის უანგარო, უპირობო სიყვარულისთვის. ამ დიდი ამბით დღეს ყველაზე მეტად მამაჩემი იამაყებდა და […]
კვიპროსის უდიდესი ბანკი Hellenic-ი რუსების ანგარიშებს ხურავს

კვიპროსში მცხოვრებმა ასობით რუსმა კვიპროსის უდიდეს ბანკ Hellenic-ში თავისი ანგარიშები დაკარგა. ამის შესახებ The Moscow Times-ი კომპანია Main Partner Trust-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც კვიპროსში იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს. საუბარია „კვიპროსული საბუთების მქონე“ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის საგადასახადო რეზიდენტები არ არიან. ანგარიშების დახურვა ასევე შეეხო მათ მოქმედ კომპანიებს. ბანკმა გადაწყვეტილების მიზეზები არ დაასახელა. Hellenic, აქტივების მიხედვით, […]
ნავალნის ცოლი 19 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას დაესწრება

კრემლის ოპონენტის, კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი 19 თებერვალს დაესწრება ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას. ამის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა ბლოკის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა. „ორშაბათს ჩვენ ვუმასპინძლებთ იულია ნავალნაიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში. ევროპის კავშირის წევრების მინისტრები რუსეთში თავისუფლების მებრძოლებს ძლიერ გზავნილს გაუგზავნიან და პატივს მიაგებენ ელექსეი ნავალნის ხსოვნას“. დაწერა […]
Ryanair ევროპის მასშტაბით 3 ახალ მიმართულებას ამატებს – ბილეთების ფასი 27 ევროდან იწყება

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ქსელი გააფართოვა და ევროპის პოპულარულ ლოკაციებზე კიდევ 3 მიმართულება დაამატა. ამრიგად, ზაფხულის დასაწყისიდან დაჯავშნის სისტემაში ხელმისაწვდომია ახალი მიმართულებები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და იტალიიდან. 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი მიმართულებებია: სევილია (ესპანეთი) – Brive-la-Gaillarde (საფრანგეთი): 2024 წლის 1 ივნისიდან – კვირაში ორჯერ; ბრიუსელის შარლეროა (ბელგია) – პონტა დელგადა (პორტუგალია): 2024 წლის 3 […]
ყაზახური მედია: საქართველოს მოქალაქემ საზღვარზე $100 000-ის უკანონოდ გადატანა სცადა

ყაზახური მედიის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ ყაზახეთის საზღვარზე 100 000 აშშ დოლარის უკანონოდ გადატანა სცადა. შემთხვევა 11 თებერვალს, ატირაუს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ავიარეისით, ატირაუ-ქუთაისი, მიემგზავრებოდა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ხელბარგში 10 000 აშშ დოლარი ედო. თუმცა, სასაზღვრო სამსახურისა და ეკონომიკური გამოძიებების დეპარტამენტების თანამშრომლებმა შემოწმების დროს ბარგში დამატებით 90 000 აშშ დოლარი […]
მამუკა მდინარაძე – როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება “ნაცებისგან”

როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება “ნაცებისგან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მილიონობით დოლარი იხარჯება შეკვეთილ სტატიებში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან. „შეკვეთილი სტატიები, ამერიკაში მოქმედი ე. წ. რუსული კანონი რომ […]
სახელმწიფო საგარეო ვალი $8,757 მლრდ-მდე გაიზარდა – ვისი ვალი აქვს ქვეყანას

2024 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,757 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22,493 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი 320,357 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8,436 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22,281 მლრდ ლარი იყო. ამასთან, 2024 წლის […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 19 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), […]