ისრაელმა დაასახელა რაფაჰზე ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების სავარაუდო დრო

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციას გააფართოებს, თუ ჰამასი რამადანის დაწყებამდე არ გაათავისუფლებს ისრაელიდან გატაცებულ ყველა მძევალს. ამის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა ისრაელის სამხედრო კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა, რომელიც იერუსალიმში შეხვდა აშშ-ში მოქმედი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მუსლიმთათვის წმინდა თვე რამადანი 10 მარტს იწყება. ეგვიპტესთან მოსაზღვრე ქალაქ რაფაჰს თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო […]
Bloomberg – მიუნხენში დომინირებდა პესიმიზმი და ეჭვები ევროპის დაცვაში აშშ-ის როლის შესახებ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა პირად საუბრებში რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის მომზადების აუცილებლობა განიხილეს, – ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული. გამოცემა წერს, რომ ნატო-ს წევრები ახლა პირად დიალოგებში საუბრობენ რუსეთის თავდასხმაზე, როგორც საშიშროებაზე, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან მათ სულ უფრო და უფრო მეტი ეჭვი უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა აშშ თავის ტრადიციულ […]
რუსეთის გენშტაბი – უკრაინის არმია აქტიური ოპერაციების ჩასატარებლად საბრძოლო შესაძლებლობებს ინარჩუნებს – მათი მხრიდან კიდევ ერთი კონტრშეტევა გამორიცხული არ არის

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერის შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის კიდევ ერთი მცდელობა გამორიცხული არ არის, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის ხელმძღვანელმა, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის არმია კვლავ ინარჩუნებს საბრძოლო შესაძლებლობებს აქტიური ოპერაციების ჩასატარებლად. “უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ინარჩუნებს საბრძოლო […]
ქართული ლოკოკინის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა – სად გადის პროდუქცია

ლოკოკინების (ლოკოკინები, ლიპარისის გარდა) ექსპორტი 241.90%-ით გაიზარდა. პირველივე წელს, ანუ 2022 წელს საქართველოდან 263 520 დოლარის ღირებულების 44.30 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართელოდან 1 299 730 დოლარის ღირებულების 151.46 ტონა ლოკოკინების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.42-ჯერ მეტია. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული ლოკოკინას რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ იტალიასა […]
ოფისი მაიამიში, ახალი საინვესტიციო რაუნდი და პორტფელის გაზრდა – რას გეგმავს პავლე მგელაძე მომდევნო წლებში?

ტრადიციული ვენჩურული ფონდის ბიზნესმოდელი შემდეგნაირად მუშაობს: ფონდს ჰყავს დამფუძნებლები და ინვესტორები, რომლებიც საკუთარ ან სხვა ინვესტორების ფულს სტარტაპებში აბანდებენ, ხოლო შემდეგ, სტარტაპის განვითარების პარალელურად, ფინანსურ ამონაგებს იღებენ. ერთ-ერთი ვენჩურული ფონდი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში დააფუძნა – re:invent-ია, რომლის პორტფელში, ამჟამად, 42 სტარტაპი შედის. თუმცა ტრადიციული ვენჩურული ფონდებისგან განსხვავებით, re:invent-ი ვენჩურულ სტუდიად პოზიციონირებს, ანუ მისი ბიზნესმოდელი […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რუსეთის ბაზართან დაშორებაზე უფრო მისაღები მეღვინეების მიერ ახალი ბაზრების ძიება იქნებოდა – გიორგი მშვიდობაძე

„ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვიდობაძე მიიჩნევს, რომ ქართველი მეღვინეების მიერ რუსეთის ბაზართან დაშორებაზე უფრო მისაღები ახალი პარტნიორების და ბაზრების ძიება იქნებოდა, თუნდაც რუსეთის ბაზრის შენარჩუნებით. ამის შესახებ მან ვრცლად BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. აღსანიშნია, რომ თავად „ქართული ღვინის ჯგუფი“, რომელიც „ვაზისუბნის მამულს“, ვარძიის ტერასებსა“ და „როიალ ხვანჭკარას“ აერთიანებს, რუსეთში ექსპორტს არ ახორციელებს. როგორც […]
გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. “მე არ მიყვარს ბროლის ბურთში ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს”, – განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში. მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად […]
ბორის პისტორიუსი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. “მე არ მიყვარს ბროლის ბურთში ყურება. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს”, – განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში. მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად […]
პაპუა-ახალ გვინეაში შეიარაღებულ თავდასხმას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პაპუა-ახალი გვინეის ჰაილენდსის რეგიონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერმა გამოცემას განუცხადა, რომ მასობრივი მკვლელობა ენგას პროვინციაში ორ ტომს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მისი ინფორმაციით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე იმყოფება, მაგრამ მოვლენის შესახებ სრული ინფორმაცია, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის. ენგას ჰაილენდსის რეგიონი დიდი ხანია ებრძვის ძალადობას, მაგრამ ითვლება, […]