სალომე ზურაბიშვილი – ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო – რუსეთის ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო, რასაც ევროკავშირისგან მოველით, არის გაფართოება, გაფართოება და გაფართოება

ერთადერთი, რაც შეიძლება საქართველო – რუსეთი ურთიერთობაში შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის შეკითხვას: შეიცვლება თუ არა საქართველო – რუსეთის ურთიერთობა, თუკი დონალდ ტრამპი კვლავ აშშ-ის პრეზიდენტი გახდება. „არ მგონია, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მასშტაბური მშენებლობები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – პროექტების განხორციელებას ცნობილი ბიზნესმენები გეგმავენ

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩასა და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდს შორის არსებულ ტერიტორიაზე ცნობილი ბიზნესმენები მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. „კომერსანტმა“ რამდენიმე პროექტის გრგ და სავარაუდო ესკიზები მოიპოვა. ძმები პაპაშვილების მრავალფუნქციური კომპლექსი – 7681 კვ.მ ფართობზე ბიზნესმენები ორი შენობის მშენებლობას განიხილავენ. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებაზე მოთხოვნა უკვე შეტანილია და შუალედური თანხმობაც გაცემულია. განმარტებითი ბარათის მიხედვით, […]

დესერტების წარმოება „უშაქრო“ სავაჭრო ცენტრში შესვლას აპირებს

ჯანსაღი, შაქრის გარეშე დამზადებული დესერტების წარმოება „უშაქრო“, რომელიც ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და თბილისში სამ ფილიალს აერთიანებს, წელს სავაჭრო ცენტრში კუნძული-დახლის განთავსებას აპირებს.

ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის […]

უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია – ვლადიმერ პუტინი

უკრაინაში რაც ხდება, რუსეთისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია, რომელმაც შეიძლება, განსაზღვროს რუსეთის ბედისწერა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უფრო მეტად ჩვენი მსმენელებისა და მაყურებლებისთვის საზღვარგარეთ, რომ გაიგონ ჩვენი მოსაზრებები. ის, რაც ხდება უკრაინის ფრონტზე, მათთვის არის ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესება, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვენი […]

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ქავთარაძის, ირინე […]

პრეზიდენტი: როგორც ქართველმა, ვიცი, რა მნიშვნელობისაა ბრძოლა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანული გამოცემა დოიჩე ველეს კითხვებს უპასუხა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს და სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც საუბარი მიდის ყირიმზე, უკრაინაზე, საქართველოსა და რუსეთის გეგმებზე, ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე […]

ისრაელში 40 წლის ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ისრაელის ქალაქ ხოლონში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, მოგვიანებით, გარდაიცვალა, – ინფორმაციას გამოცემა MivzakLive-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. დაკავებული ხოლონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს.

77-ე ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების გამარჯვებულები

77-ე ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა „ოპენჰაიმერი”. 18 თებერვალს, ლონდონში გაიმართა ყოველწლიური ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების ცერემონია. „ოპენჰაიმერი” აღმოჩნდა ფილმი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მეტი, 7 ჯილდო. კრისტოფერ ნოლანის ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მთავარ (კილიან მერფი) და მეორეხარისხოვან (რობერტ დაუნი უმცროსი) როლებში, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო […]