უკრაინა რუსების მიერ სამხედრო ტყვეების შესაძლო სიკვდილით დასჯის ფაქტს იძიებს

უკრაინა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და სოფელ ვესელოეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ფაქტს იძიებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის საოლქო პროკურატურაში განაცხადეს. უწყების განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის, განზრახ მკვლელობასთან ერთად. გამომძიებლები აცხადებენ, რომ „ტელეგრამის“ ერთ-ერთ არხზე გამოჩნდა შეტყობინება ავდიივკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ექვსი ტყვის სიკვდილით დასჯის […]

ბენი განცის განცხადებით, თუ „ჰამასი“ მძევლებს 10 მარტამდე არ დააბრუნებს, ისრაელი რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყებს

ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ”მსოფლიომ უნდა იცოდეს და „ჰამასის“ ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლები გაგრძელდება ყველგან, რაფაჰის ტერიტორიების ჩათვლით”, – აღნიშნა განცმა. მისი […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებების გაფორმება კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან შეათანხმა

უკრაინამ უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან შეათანხმა, – ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა. „არსებობს სამი შეთანხმება. კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან გვქონდა საუბარი, არის შეთანხმება უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმებების გაფორმებაზე. მათ გარკვეული ნიუანსებიც კი დააკონკრეტეს, სადაც კითხვები ან უთანხმოება იყო. ჩვენ გავზრდით ამ უსაფრთხოების გარანტიებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა […]

“ბაიერნს” მწვრთნელად ზიდანის დანიშვნა სურს

ბუნდესლიგის 22-ე ტურში “ბაიერნი” სტუმრად “ბოხუმთან” 2:3 დამარცხდა და ლიდერ “ბაიერს” 8 ქულით ჩამორჩება. გერმანული მედიის ცნობით, მიუნხენური გუნდის მწვრთნელის ტომას ტუხელის გადაყენება გადაწყვეტლია და მის ნაცვლად ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურთ. “ბაიერნი” უკვე დაუკავშირდა ზიდანის წარმომადგენლებს. ზიდანი “რეალის” დატოვების შემდეგ უმუშევარია და ჯერ უცნობია, აქვს თუ არა “რეკორდმაისტერის” ჩაბარების სურვილი.

ბორელი: ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარებას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოსეპ ბორელმა, განაცხადა, რომ 27 წევრიანმა ბლოკმა უკრაინას უწყვეტი დახმარება გაუწია რუსეთის შეჭრის შემდეგ თითქმის ორწლიან ბრძოლაში, მაგრამ მან აღიარა, რომ ომში “ეს არასდროს არის საკმარისი” და ეს დახმარება კიევისთვის – განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვების სახით – გაგრძელდება. 18 თებერვალს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირმა გასულ წელს 28 მილიარდი ევროს […]

დონალდ ტრამპმა სპორტული ფეხსაცმელები წარადგინა, რომლებიც 399 დოლარი ღირს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს ფილადელფიაში ტრამპის სპორტული ფეხსაცმელების ხაზი წარადგინა. ე.წ. “ტრამპის ფეხსაცმელები” ახალ ვებსაიტზე $399 ღირდა, თუმცა, ისინი შაბათ დღესვე გაიყიდა. ოქროსფერ ფეხსაცმელებს ტრამპმა წარდგენის დროს შეურჩია სახელი და “არასდროს დანებდე მაღალსაყელოიანი სპორტული ფეხსაცმელები” დაარქვა. ვებსაიტის ინფორმაციით, გასაყიდად ფეხსაცმელების მხოლოდ 1000 წყვილი იყო. “ამაზე დაახლოებით 12, 13 წელია, რაც ვსაუბრობ, და მგონია, […]

უკრაინა რუსეთს ავდიივკაში დაჭრილი სამხედრო ტყვეების მოკვლაში ადანაშაულებს

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა კვირას განაცხადეს, რომ რუსული ძალების მიერ ავდიივკის დასახლებაში ექვსი, ხოლო მიმდებარე სოფელში კიდევ ორი, უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს. “ავდიივკისა და ვესელის დასახლებებში უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო”. – ნათქვამია დონეცკის რეგიონის პროკურატურის განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გავრცელდა. პროკურატურის თქმით, მათი დრონიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ ესვრის […]

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან, აცხადებენ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელები

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში, განაცხადეს კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს 18 თებერვალს მოჰყავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი “მალე” შეხვდება სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, თუმცა […]

ჰეილის თქმით, ტრამპი ნავალნის სიკვდილზე დუმილით ან პუტინს ეთანხმება, ან არ აინტერესებს

აშშ-ში სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი მეტოქე ნიკი ჰეილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე ტრამპის დუმილს გამოეხმაურა. ჰეილის თქმით, ტრამპის დუმილი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობს იგი ნავალნის გარდაცვალებაზე. “ან პუტინის მხარეს დგას და ჰგონია, კარგია, რომ პუტინმა ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი მოკლა, ან უბრალოდ […]

ჩვენი კომპანია re:soft-ი აშშ-ის მთავრობის პარტნიორი გახდა – პავლე მგელაძე

ერთ-ერთი პრობლემა, რომელზედაც ქართველი სტარტაპერები ხშირად მიუთითებენ, ადგილობრივ ვენჩურულ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, ვითარება გაუმჯობესდა, რადგან ქვეყანაში რამდენიმე უცხოური ვენჩურული ფონდი შემოვიდა, რასაც მხარი ქართველმა ენჯელ-ინვესტორებმაც აუბეს, რომლებიც ქართულ კომპანიებში სინდიკატების გავლით ინვესტირებენ. ერთ-ერთი ვენჩურული ფონდი, რომელიც საქართველოში ორი წლის წინ გამოჩნდა – re:invent-ია, რომელსაც პავლე მგელაძე ხელმძღვანელობს. დღეს, re:invent-ის პორტფელი 42 […]