6 (19) თებერვალი – ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელის ხსენების დღე

ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა. სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე „ბრძენი და მეცნიერი“ არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და „მოძღვარი სამეცნიერო“. წმიდა არსენმა დააარსა ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც […]
თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, შემთხვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის […]
მინანქრის საწარმო „იკორთა“ მასტერკლასებისთვის სივრცის აშენებას გეგმავს

მინანქრის მწარმოებელი სოციალური საწარმო „იკორთა“ ახალი სივრცის აშენებას გეგმავს, სადაც მასტერკლასები ჩატარდება. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში საწარმოს კომუნიკაციების მენეჯერმა, ანა ახლოურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, საწარმომ ამ მიზნით ორ ტურისტულ კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, მათ შორის „ინტრეპიდიასთან“, რომელსაც სოციალური პროექტების გაძლიერების პროგრამების ფონდი აქვს. „”ინტრეპიდიას“ მხარდაჭერით, სრულიად ახალი სივრცის აშენებას ვგეგმავთ, რომელშიც მასტერკლასები, საოკუპაციო თემაზე საუბრები, დისკუსიები […]
ISW: უკრაინის სამხედრო დახმარების შეფერხებამ რუსეთს ხელი შეუწყო რამდენიმე შეტევის დაწყებაში

უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ – ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის […]
როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. იწვიმებს ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანია დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, […]
სად გაითიშება დენი 19 თებერვალს

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 19 თებერვალს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება. შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს: კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, III, IV კვარტლების […]
ისრაელში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ისრაელში, ქალაქ ჰოლონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. ის დაკავებულია. როგორც ისრაელის პრესა წერს, სასიკვდილო ჭრილობები დაღუპულს დანით აქვს მიყენებული. მძიმედ დაჭრილი 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს ძიება.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვლის გამო ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)- ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში გაემგზავრა

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში. “ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების […]
სალომე ზურაბიშვილი – როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს – თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის თავის ქმედებებს განაგრძობს

ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რა არის მთავარი საკითხი, რითაც ის მიუნხენში ჩავიდა, პრეზიდენტმა უპასუხა: „მთავარი საკითხი ისაა, […]