სამშენებლო კომპანია მეტტა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი

სამშენებლო კომპანია „მეტტა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. როგორც ბიზნეს ასოციაციაში განმარტევან, კომპანია „მეტტა“ სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. მათივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე გამორჩეული პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით. ბიზნეს ასოციაციის […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსთავში რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 19 თებერვალს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ქალაქ რუსთავში რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვემო ქართლის ახალი რეგიონალური ოფისის მეშვეობით, სამსახური უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად შეძლებს რეგიონში არსებულ სამ დროებით მოთავსების იზოლატორსა და ხუთ პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა […]

“ბარსელონა” კვარაცხელიას “ნაპოლისთან” დაპირისპირებაში დააკვირდება – ესპანური პრესა შესაძლო ტრანსფერზე

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ “ბარსელონა” “ნაპოლიდან” ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებიითა დაინტერესებული. ჟურნალისტ როჯერ ტორელოს ინფორმაციით, ქართველი შემტევის თავის რიგებში ხილვით “ჩელსი” და მანჩესტერ “სიტიც” ინტერესდებიან. “ბლაუგრანას” პრიორიტეტი დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება, მაგრამ თუ სიტუაცია და საშუალება მიეცემათ, ხვიჩას ტრანსფერზეც იფიქრებენ. Mundo Deportivo აღნიშნავს, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები კვარაცხელიას “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებშიც დააკვირდებიან. ამავე […]

ბერაია: მიუღებელი განცხადებაა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სააკაშვილს და სიკორსკის ერთმანეთი

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ბერაია ირწმუნება, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის კითხვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა, “კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილია”. ბერაია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას “მიუღებელს” უწოდებს და ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი “ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს”. “ეს რა თქმა უნდა არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ […]

EU-ს სანქციების რეჟიმს შესაძლოა, ნავალნის სახელი დაერქვას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმისთვის ნავალნის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. ბორელის თქმით, ამ წინადადებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღევანდელ შეხვედრაზე შესთავაზებს. მინისტერიალს ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაიაც ესწრება. „ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის გზავნილი რუსეთის ოპოზიციას. ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად, მინისტრებს შევთავაზებ, ჩვენი ადამიანის უფლებების […]

„პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა 8-დან 3 კილოგრამდე შეამცირა

თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა შეამცირა. თუკი ადრე მგზავრს ბორტზე 8 კილოგრამამდე წონის ხელბარგის ატანა შეეძლო, ახლა, ბილეთის ყიდვისას ვკითხულობთ, რომ მაქსიმალური წონა სამი კილოგრამია. ხელბარგის დასაშვები წონა სამი კილოგრამი იქნება, ბილეთის ღირებულების მიუხედავად. ხელბარგის დასაშვები მაქსიმალური ზომაა 40/30/15 სანტიმეტრი. გამოცემა Avianews აღნიშნავს, რომ 2024 წლის 13 თებერვლამდე შეძენილი ყველა ბილეთისთვის ხელბარგის წონისა და […]

ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა – რა გახდა წინა ორის ჩაშლის მიზეზი

ორთაჭალაში ამფითეატრის აშენებისთვის კულტურის სამინისტრომ ტენდერი მესამედ გამოაცხადა. პირველი ტენდერის პირობებით პროექტში 2.2 მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა, მეორე ტენდერში კი 1 784 580 ლარი იყო გათვალისწინებული. მესამე ტენდერში კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 642 552 ლარია. წინადადებების მიღება 22 თებერვალს დაიწყება და 27 თებერვალს დასრულდება. პირველი ტენდერის ჩაშლის მიზეზი პროექტში და ხარჯთაღრიცხვებში არსებული უზუსტობები აღმოჩნდა. პირველად […]

როგორ ინაწილებენ ოპოზიციონერი ლიდერები მნიშვნელოვან პოსტებს – მედია

,,რუსთავი 2” ინფორმაციას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ, მათი ინფორმაციით, როგორ აპირებს ოპოზიცია თანამდებობების გადანაწილებას: ,,ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძეს. იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელიას, განათლების მინისტრის პოსტზე […]

დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს, კეთილსინდისიერ ბიზნესთან არაფერი აქვთ საერთო

დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს. კეთილსინდისიერ ბიზნესთან და მითუმეტეს, კონკურენტულ გარემოში მეწარმეობასთან ამათ საერთო არაფერი აქვთ, რადგან პარაზიტები არიან! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, Scope Ratings-ის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შვილების მიერ მართული კომპანიის, „Lisi Lake Development“-ის რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას და პროგნოზის „ნეგატიურზე“ შეცვლას. […]

ენმ ქუთაისში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეებს შეხვდნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველა რეგიონიდან უნდა ისმოდეს. 16 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ […]