სამხარაძე: ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, გამოლაპარაკება ნებისმიერ ადგილას შეიძლება

ქართული ოცნების წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. მისი თქმით, პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა “ოფიციალური შეხვედრა”, გავრცელდა “გამოლაპარაკების კადრები”, რაც სამხარაძის აზრით, “ნებისმიერ ადგილას შეიძლება”. “რაც შეეხება პრეზიდენტების შეხვედრას – სიმართლე გითხრათ, ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ […]

ვახტანგ ცინცაძე – 2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა

2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. როგორც ცინცაძემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა […]

გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება

გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურება 65 ათასი ლარის ნაცვლად 100 ათასი ლარით დაჯარიმდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა. თანდილაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, გამოყენებული იქნება მსგავსი სამართალდარღვევის პრევენციისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან […]

ნინო თანდილაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველო-იაპონიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს იმ […]

პაატა მანჯგალაძე – ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო გარბის სამშობლოდან

ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქე სიღარიბისა და უმუშევრობის გამო სამშობლოდან გარბის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ სიღარიბესა და უმუშევრობას ქმედუნარიანი ნაბიჯებით არ პასუხობს. მანჯგალაძის თქმით, ხალხის რეალურ საჭიროებებს „ქართული ოცნება“ ცრუ დისკუსიების მოწყობითა და […]

მედია – 54 000-მდე ადამიანი ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს

რუსეთში, ორი დღის განმავლობაში, 54 000-მდე ადამიანმა საგამოძიებო კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, რომ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედარი მის ოჯახს გადასცენ. მიმართვის გასაგზავნად ადამიანის უფლებათა პროექტ OVD-Info-ს სპეციალური სერვისი, Дятел-ი გამოიყენება, რომელიც განცხადების რამდენიმე წუთში გაგზავნის საშუალებას იძლევა. ამ დროისთვის მოთხოვნა 53 830 ადამიანს აქვს გაგზავნილი. შეგახსენებთ, 16 თებერვალს კოლონიაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით, მესტიაში სათხილამურო ტურნირი „თეზოს თასი 2024“ გაიმართა

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სვანეთში, ზურულდის მთაზე, ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური შეჯიბრი – „თეზოს თასი 2024“ მეათედ გაიმართა. სათხილამურო შეჯიბრი ქალ და მამაკაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში გაიმართა. შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენს, ბაზისბანკისგან, ფულადი პრიზი გადაეცა. „ბაზისბანკის და „თეზოს თასის“ პარტნიორობა წლების განმავლობაში გრძელდება და აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, […]

GITA, საქართველოს ბანკთან და ლინეიტთან თანამშრომლობით, CodeIT – ის მეორე ეტაპს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ბანკთან და ლინეიტთან თანამშრომლობით, 2024 წლის 19 თებერვლიდან იწყებს პროექტის CodeIT- ის მეორე ეტაპს. პროგრამირების სასწავლო კურსი 14-18 წლის სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებში პროგრამირებისა და კოდირების მიმართულების პოპულარიზაციაა. CodeIT – ის პირველი ეტაპის ფარგლებში 190-მდე მოსწავლემ გაიარა სასწავლო კურსი. პროცესი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც […]

ფაშინიანი და ალიევი მიუნხენში შეხვდნენ

მიუნხენში, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინიციატივით, 17 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური ცნობითვე, გაიმართა ასევე ორმხრივი შეხვედრა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანს შორის, სადაც, APA-ს ინფორმაციით, განიხილეს ურთიერთობების ნორმალიზება, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და საზღვრის დელიმიტაცია. “მათ განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად […]

მოსკოვში ერთ-ერთ კლუბში გამართულ კონცერტზე ნავალნის სიკვდილი იზეიმეს

მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში გამართულ კონცერტზე რუსულმა როკ-ჯგუფმა სახელად „მოიეას ახალგაზრდობიდან“, – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი აღნიშნა. მუსიკოსები და კონცერტის დამსწრენი სკანდირებდნენ „თრომბი მოწყდა“. რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ამბობენ, რომ სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. გარდა ამისა, მედიის ცნობით, კონცერტზე აგრეთვე აღნიშნავდნენ უკრაინული ქალაქის, ავდიივკას აღებას. კონცერტის ერთ-ერთი სტუმრის ირონიულ რეპლიკას, რომ ნავალნის სიკვდილის აღნიშვნა […]