ნიკოლოზ სამხარაძე – ჩრდილოვანი კაბინეტი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია არის დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თითქოსდა, შედგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან

ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა იმავეს ამტკიცებს, რომ ეს არის დიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თითქოსდა, შედგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ის გვარები, რომლებიც ამ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაშია, ამომრჩეველს უბიძგებს, რომ მათ ხმა არ მისცეს. […]

გიორგი ვაშაძე – ბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა – ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია

ბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა. ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მიუნხენის კონფერენციაზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ […]

მიხეილ დაუშვილი – „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ – ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ფორმირების წესს ეხება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რისთვის გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში კანონპროექტები, „რატომ აბრაზებენ და აღიზიანებენ ხალხს“, თუ მაინც უნდა დაამტკიცონ. „ოცნებამ“ […]

ესტონეთის საგარეო მინისტრი – ვლადიმერ პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა. „პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – სასწაულია, რომ უკრაინა ამდენხანს უძლებს, როცა რუსეთს აქვს 6:1 უპირატესობა საბრძოლო მასალის კუთხით – 2 წელი გავატარეთ იმის განხილვაში, როგორ შეგვიძლია უკრაინის დახმარება – უნდა შევწყვიტოთ ყოყმანი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპელ კოლეგებს მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ ვერ შეძლეს უკრაინისთვის საკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდება რუსეთის დასამარცხებლად. „სასწაულია ის,რომ უკრაინა ამდენ ხანს უძლებს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აქვს 6:1 უპირატესობა საბრძოლო მასალის თვალსაზრისით. ორი წელი გავატარეთ განხილვაში და იმის მცდელობაში, რომ გაგვერკვია, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ეტაპობრივად. სამწუხაროდ, რადგან ვერ […]

ლევან ხაბეიშვილი – მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ თავისუფალი იყოს – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ასობით ჩვენი თანამოქალაქე უერთდება

ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან, ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას – უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი 2024 წლის არჩევნებზე თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ თავისუფალი იყოს და შესაძლებლობა მიეცეს მას ხალხთან კომუნიკაციის. „საქართველოს მოქალაქის ნომერ […]

მაია ბითაძის განცხადებით, სიცრუეა, რომ თუ მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბლავს ან გაკაწრავს, მიმკედლებელი დაჯარიმდება

„ქართული ოცნების“ წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, სიცრუეა, რომ თუკი მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბლავს ან გაკაწრავს, მიმკედლებელი 500 ლარით დაჯარიმდება. როგორც მან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საუბრისას აღნიშნა, დაკბენა/დაკაწვრას უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება იმისათვის, რომ 500 ლარით დაჯარიმდეს მეპატრონე, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა. „ამბობენ რომ თითქოს: თუკი მიკედლებული ძაღლი ვინმეს დადორბვლას ან გაკაწრავს, მიმკედლებელი 500 ლარით დაჯარიმდება. […]

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლოს ეროვნულ ჩემპიონატში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინალური შეჯიბრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებს შორის შედგა. „ფინალურ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებულ გუნდთან ერთად ასევე, გამოვლინდნენ გამარჯვებული მონაწილეები ნომინაციებში – საუკეთესო შესავალი სიტყვა, საუკეთესო დასკვნითი სიტყვა, საუკეთესო პირდაპირი დაკითხვა და […]

ნიკოლოზ სამხარაძე – ყველა ევროპულ სახელმწიფოში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უმრავლესობა ან უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ნიშნავს – ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ის პირდაპირ მინისტრის მიერ ინიშნება

ყველა ევროპულ სახელმწიფოში მუშაობს მოდელი, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უმრავლესობა ან უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ნიშნავს – ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პირდაპირ მინისტრი, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ნიშნავს, – ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. სამხარაძე საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური უმრავლესობით დაკომპლექტების […]

სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ის არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ! ის არის პირადად ვლადიმერ პუტინის პატიმარი, ტყვე!

მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების რიგია, ვისაც სურთ, რომ ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის. „მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება ჩვენი საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა. ადამიანების […]