ნავალნაია: გავაგრძელებ ალექსეის საქმეს, დადექით ჩემს გვერდზე, გაიზიარეთ ჩემი რისხვა

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ის, საკუთარი ქმრის საქმეს გააგრძელებს. “მე ამ ადგილზე არ უნდა ვყოფილიყავი. ამ ვიდეოს არ უნდა ვწერდე. აქ სხვა ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმირ პუტინმა მოკლა. 3 დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა. […]
ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ მორგში, სადაც, სავარაუდოდ გარდაცვლილის ცხედარია

ალექსეი ნავალნის დედამ და მისმა ადვოკატებმა 19 თებერვლის დილას სცადეს სალეხარდის მორგში შესვლა, სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის ცხედარი კოლონიიდან გადაასვენეს. „დილით ადრე მორგში ალექსეის დედა და ადვოკატები მივიდნენ. მათ შიგნით არ უშვებენ. ერთი ადვოკატი, ფაქტობრივად, გამოაგდეს. კითხვაზე, ნამდვილად იქ არის თუ არა ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები არ პასუხობენ“ — წერს ნავალნის ყოფილი პრესმდივანი კირა იარმიში. მოგვიანებით იარმიშმა […]
ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის წინ ამბობს, რომ წაახალისებს საქართველოს, გააგრძელოს ევროპულ გზაზე მუშაობა. „კარგად მუშაობენ. ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების მხრიდან და ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, — აღნიშნა ბორელმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. […]
“ჭკუით მოიქეცი”, “ემოციები მოთოკე” – ირაკლი ბერაია ალეკო ელისაშვილს
“ჭკუით მოიქეცი”, “ემოციები მოთოკე” – ამ სიტყვებით მიმართა დღეს ირაკლი ბერაიამ ალეკო ელისაშვილს. დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტისს სხდომაზე მოხდა. ჩხუბი დაბლოკილი კანონპროექტის გამო დაიწყო. “ოცნებამ” დაიწუნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივა, რომელიც ნდობის ჯგუფის მანდატის გაფართოებას ითვალისწინებდა, რომელიც სუს-ს ზედამხედველობას გაუწევს. ბერაიამ სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ ეს პროექტი საინტერესო არ იყო და არ აპირებდა მასზე დროის […]
ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა და მიკროფონი გამოურთო

ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ლელოს წევრს, ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გამოურთო. დისკუსია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. ახალი წესის მიხედვით, ხელისუფლებას არ დასჭირდება ოპოზიციის თანხმობა და ცესკოს ახალ ხელმძღვანელს 76 ხმით, ერთპარტიულად აირჩევენ. “ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არ არის რეკომენდაციების შესრულება. სწორედ ეს იყო ჩემი პოზიცია […]
არაღიარებული ქვეყნების “მსოფლიო ჩემპიონატზე” “აფხაზეთის ნაკრების” მეტოქეები დაასახელეს

გაირკვა ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო “ნაკრების” მეტოქეების ვინაობა არაღიარებული რესპუბლიკების კონფედერაციის საფეხბურთო ასოციაციის ConIFA ჩემპიონატზე (ConIFA-ს არ ცნობენ FIFA და UEFA.) ტურნირი 25 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ერაყის ქურდისტანში ჩატარდება და მასში მონაწილებას 14 გუნდი მიიღებს. ოკუპირებული აფხაზეთის გუნდი სეკელის მხარისა და მექსიკის ფეხბურთის ეროვნული ასოციაციის (ANBM) ნაკრებს შეხვდება. სეკელის მხარე თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე არსებული არაღიარებული […]
ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 თებერვალს გერმანიაში რუსეთის ელჩი დაიბარა ალექსე ნავალნის, როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, ქვეყნის ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერის, სიკვდილის გამო. „დღეს ბერლინში შედგება შესაბამისი შეხვედრა რუსეთის ელჩთან,“ – თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა მორიგ პრესკონფერენციაზე. გერმანია ცალსახად მოითხოვს რუსეთში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ყველა პირის განთავისუფლებას“ თქვა პრესმდივანმა და დასძინა: „შოკის მომგვრელია ფაქტი, რომ რუსეთში […]
„მონაცვლეობა სხვა ადეკვატურ საკურორტო ზონებში“ – შოვის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ “სიმეტრიაში” პირველ კომენტარს აკეთებენ

შოვის განვითარების პროექტის შემსრულებელ კომპანია “სიმეტრიაში” აცხადებენ, რომ კორორტზე არსებული მიწების მფლობელებს სახელმწიფომ ალტერნატიულ საკურორტო ზონაში ადგილმონაცვლეობა უნდა შესთავაზონ. დეველოპერული კომპანიის საინვესტიციო პროექტების მმართველი ირაკლი ბერეკაშვილმა „საქმიანი დილასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ინვესტორების მხრიდან სხვა კურორტის განვითარებაზე მზაობა არსებობს, თუკი ეს ადეკვატურ ზონებში მოხდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 16 თებერვალს გამოქვეყნებული შოვის სტიქიის […]
მოჭიდავე ლევან თედიაშვილს ხვალ დაკრძალავენ

ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს ხვალ, 20 თებერვალს დაკრძალავენ. კერძოდ, ლევან თედიაშვილს 20 თებერვალს, 14:00 საათზე, ძველი სპორტის სასახლიდან გამოასვენებენ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალვაა დაგეგმილი. ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, […]
ირაკლი ზარქუა – „ხაბეს“ ერთი პორტფელი მაინც ანდეთ, არ ხართ სწორი და დაისჯებით ამის გამო – კაცმა მთელი ბუნების ძალები დაიმორჩილა და გარემოს დაცვის მინისტრობა მაინც არ ეკუთვნის? „ხაბე“, ხმა ამოიღე, რა დასჯილივით ხარ?

კაცმა ზაფხულის განმავლობაში მთელი ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, ოპოზიციაში თანამდებობებს ვირტუალურად ინაწილებენ. „რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ […]