„გავაგრძელებ ჩემი ქმრის საქმეს“ – იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნიამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. იგი ამბობს, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს. ვიდეომიმართვაში იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ „განაგრძობს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას“ და მოუწოდა თანამოქალაქეებს, ამ ბრძოლაში შეუერთდნენ. „მთავარია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, – ალექსეი ნავალნისთვის და ჩვენი თავებისთვის, – ბრძოლის გაგრძელებაა. უფრო მეტი თავდადებით, მეტი სიბრაზით. ვიცი, ისე ჩანს, რომ მეტი შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა. უნდა […]
საქართველოში შემოსული ყოველი მე-5 ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა

საქართველოში შემოსული ყოველი მე-5 ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული. „კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. 2022 წელს, პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან […]
ნავალნის ცოლი: პუტინმა მოკლა ალექსეი, მასთან ერთად მოინდომა ჩვენი იმედის განადგურება

დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ქმრის საქმეს და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძლებს. იულია ნავალნაია მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იულია ნავალნაიას თქმით, იციან, რატომ მოკლა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნი და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მალე გაავრცელებენ. ამასთან, მან დასძინა, რომ დაასახელებენ გვარებს, კონკრეტულად ვინ მიიღო მონაწილეობა დანაშაულში. მან ალექსეი ნავალნის სიტყვები […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია. საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი სამწუხაროდ უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე […]
ჯანდაცვის სამინისტრო – რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია – თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი კი, ნებისმიერი სახის კონსულტაციაზე უარს აცხადებს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება, თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის […]
ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტს ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ – ხალხს აინტერესებს, როგორ დამარცხდება გაჭირვება და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება

ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს, როგორ დაამარცხებენ გაჭირვებას და არა ის, რას მოიგონებთ და მოიტყუებით თქვენ და ხელისუფლება, – ასე უპასუხა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა. მისივე თქმით, მათთვის მთავარი საკითხია ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა. „ჩემი აზრით, თქვენმა ტელეკომპანიამაც და მთავრობამაც უნდა იზრუნონ, მაღალი […]
იულია ნავალნაია – სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ჩემი შვილების მამა – მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს და გთხოვთ, ჩემს გვერდით დადექით – გაიზიარეთ არა მხოლოდ ჩემი ტკივილი, არამედ სიბრაზეც

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმრის საქმეს გააგრძელებს. „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ რუსეთში, მინდა ავაშენო თავისუფალი რუსეთი. სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა ჩემი შვილების მამა მოკლა. პუტინმა წაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა, მაგრამ პუტინმა ნავალნი თქვენც წაგართვათ. […]
აზიის განვითარების ბანკმა და „კრედომ“ სასურსათო უსაფრთხოებისა და ქალი აგრო მეწარმეების მხარდასაჭერად გარიგებას მოაწერეს ხელი

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და „კრედო“ ბანკმა 65 მილიონი ლარის (დაახლოებით 25 მილიონი აშშ ($) დოლარის) სასესხო გარიგებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, სესხი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსებზე წვდომას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშავებასა და ვაჭრობაში დასაქმებული ქალების ფინანსურ მხარდაჭერას. „ქვეყნის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა […]
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო მცდარს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ოზურგეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოსაპოვებლად აუქციონის შესახებ ბრძანება არა სააგენტოს გვერდზე, არამედ amazon.com-ზე გამოქვეყნდა

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოსაპოვებლად აუქციონის შესახებ ბრძანება არა მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გვერდზე, არამედ amazon.com-ზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სრული ინფორმაცია. „გვსურს გამოვეხმაუროთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით მჟავანაძის მიერ, მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა ოზურგეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოსაპოვებლად აუქციონის შესახებ […]
“ბარსელონას” ახალი მწვრთნელი, სავარაუდოდ, რობერტო დე ძერბი გახდება

Mundo Deportivo-ს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “ბარსელონას” თავკაცი მომავალი სეზონიდან “ბრაიტონის” ამჟამინდელი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი გახდეს. იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურა “ბლაუგრანას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და სპორტულ დირექტორ დეკუს ძალიან მოსწონთ. მოგეხსენებათ, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ხავი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურია. ერთადერთი პირობა, რამაც შესაძლოა დე ძერბის დანიშვნას ხელი შეუშალოს, […]