ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის წინ ამბობს, რომ წაახალისებს საქართველოს, გააგრძელოს ევროპულ გზაზე მუშაობა.
„კარგად მუშაობენ. ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების მხრიდან და ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, — აღნიშნა ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. ღონისძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე: ნებისმიერი ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, პენსიონერების მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წამალი