Georgian Wings 20 თებერვლიდან თბილისი კიშინაუს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

Georgian Wings-ის პირველ საინაუგურაციო ფრენის საზეიმო ღონისძიებას კიშინაუში, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქართული ტრადიციების შესაბამისად აორგანიზებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი. ამავე ცნობით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისიდან კიშინაუს მიმართულებით პირველ სამგზავრო რეგულარულ ფრენას შეასრულებს. Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში […]
ალექსეი ნავალნის პრესმდივანი – გამომძიებლები ნავალნის ცხედარს მის ოჯახს კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ

რუსი გამომძიებლები ალექსეი ნავალნის ცხედარს მის ოჯახს კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ, – ამის შესახებ საპატიმროში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა. მისი თქმით, გამომძიებლებმა ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ ისინი ცხედარს არ გადასცემენ და უახლოესი 14 დღის განმავლობაში ქიმიურ ანალიზსა და გამოძიებას ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი […]
მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილი ისმენს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს – მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია

სალომე ზურაბიშვილი ისმენს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ყოფილა მოდერნიზაციის სიმბოლო და უპასუხოდ ტოვებს ამ ყველაფერს, მოდერნიზაციის სიმბოლო კი არა, ჩვეულებრივი კრიმინალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიუნხენში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა“. მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ […]
მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა

უმრავლესობის ლიდერი ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ ჟურნალისტებს თავად განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას. მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს. „პარლამენტის შიგნით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება იყო […]
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. „სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან […]
“ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებები განხორციელდა

“ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებები განხორციელდა საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტში ცვლილებები შეეხო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ერთი ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის, ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და […]
პარლამენტის ახალი ვიცესპიკერი ნინო წილოსანი იქნება

პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი იქნება. ეს პარტიის წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა. წილოსანი ჩაანაცვლებს ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც კობახიძის მთავრობის დამტკიცების შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა. “დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. უმრავლესობა ვიცესპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც გათავისუფლდა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, წარადგენს პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს”- თქვა მდინარაძემ.
უმრავლესობის ლიდერი მდინარაძე გახდა, იონათამიშვილი კი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა, რატი იონათამიშვილი კი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე. საკადრო ცვლილებების შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. “ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცესპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ […]
რუსი პილოტი, რომელმაც 2023 წელს უკრაინას ვერტმფრენი ჩააბარა, ესპანეთში მოკლული იპოვეს

რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი რომელმაც 2023 წელს უკრაინულ მხარეს ვერტმფრენით ჩაბარდა ესპანეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ინფორმაციას როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. უკრაინული დაზვერვის ცნობით მკვლელობის ადგილიდან მოშორებით იპოვეს დამწვარი მანქანა, რომლითაც სავარაუდოდ მკვლელები მიიმალნენ. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრებმა კუზმინოვის ლიკვიდაციის ბრძანება მიიღეს. უკრაინის მხარეს გადასული პილოტის მკვლელობას სოციალურ ქსელში […]
ნავალნის ქვრივი რუსებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს

იულია ნავალნაიამ, რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, ორშაბათს განაცხადა, რომ გააგრძელებს მეუღლის ბრძოლას თავისუფალი რუსეთისთვის და მოუწოდებს მხარდამჭერებს, შეებრძოლონ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფრო დიდი ბრაზით, ვიდრე ოდესმე. ცხრაწუთიან ვიდეო მესიჯში, 47 წლის ნავალნაიამ თქვა, რომ პუტინმა მოკლა მისი ქმარი და მის ორ შვილს მამა წაართვა. მან თქვა, რომ მისი გარდაცვლილი მეუღლის ბრძოლას გააგრძელებს. “მე […]