ჩინეთი უკრაინას ეუბნება, რომ რუსეთს იარაღს არ აწვდის

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ პეკინი არ აწვდის რუსეთს იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის,- ნათქვამია კვირას გავრცელებულ განცხადებაში. შაბათს, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვანგ იიმ დმიტრო კულებას განუცხადა, რომ ჩინეთი „არანაირ სარგებელს არ იღებს შექმნილი სიტუაციით და არ ყიდის ლეტალურ იარაღს კონფლიქტის ზონებში, ან კონფლიქტის მხარეებზე“, – ნათქვამია, ჩინეთის საგარეო საქმეთა […]

“ხვალ შევხვდებით ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემი მთავარი გზავნილი წახალისება და ევროპულ გზაზე მუშაობის გაგრძელება იქნება” – ჟოზეფ ბორელის განცხადება

“ხვალ ჩვენ შევხვდებით თქვენს ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემი მთავარი გზავნილი წახალისება და ევროპულ გზაზე მუშაობის გაგრძელება იქნება. ისინი კარგად მუშაობენ. არსებობს ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების და ეს საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა,” აღნიშნული განცხადება ეკუთვნის ზოჯეფ ბორელს, ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში. საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ნატოსა და ევროკავშირში შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

NDI საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

19 თებერვლიდან ხუთი დღის განმავლობაში NDI-ის დელეგაცია საქართველოში შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ამით აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. როგორც NDI საქართველოს ოფისი აღნიშნავს, დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია მიმოიხილავს […]

აშშ შორი მოქმედების რაკეტებით უკრაინის მომარაგებაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის შორი მოქმედების ATACMS-ის რაკეტებით უზრუნველყოფაზე მუშაობს. ამის შესახებ ტელეარხ NBC News-ი ორი ამერიკელი ჩინოვნიკის მითითებით იუწყება. გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო უკრაინის ATACMS-ს საშუალო რადიუსის რაკეტებით მომარაგება. ტელეარხის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები ესწრაფვის კიევს მიაწოდოს გრძელვადიანი რაკეტები, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს უფრო მანძილზე გაანადგუროს სამიზნე ანექსირებული ყირიმის […]

ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

კრემლის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. რა განცხადებებს აკეთებს თეთრი სახლი და როგორია გამოხმაურებები და შეფასებები შეერთებული შტატებიდან? “ამერიკის ხმის” ჩართვა “ტვ პირველზე”.

სი ძინპინის “ჩინური ოცნება”

„ჩინური ოცნება“, 2012 წლიდან, სი ძინპინის საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელი ძირითადი იდეაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ოცნება, გლობალურად, ჩინეთის წამყვანი როლის დამკვიდრების შესახებ. „სარტყელისა და გზის“ ინიციატივა კი, საერთაშორისო წესრიგის შეცვლის ხანგრძლივი სტრატეგიის ნაწილია.

ტრაქტორები პრაღაში – ფერმერთა პროტესტი ჩეხეთში გრძელდება

ევროპის მასშტაბით ფერმერთა პროტესტი გრძელდება. პრაღაში ჩეხმა ფერმერებმა ტრაქტორებით საპროტესტო აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართეს. ისინი ევროკავშირის შეთანხმებას, მაღალ გადასახადებს აპროტესტებდნენ და ბიუროკრატიული ნორმების გამარტივებას ითხოვდნენ. „დღეს ჩვენ აქ მოვედით სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ბიუროკრატიის გამო“,- თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს. ტრაქტორების ქალაქში გამოჩენამ და საპროტესტო ტალღამ პრაღაში საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა, თუმცა […]

რა ვიცით ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ?

ალექსეი ნავალნი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, რუსი ოფიციალური პირების თქმით, პარასკევს გარდაიცვალა. არქტიკაში განთავსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ის 30-წლიან სასჯელს იხდიდა. ნავალნის ცხედარს რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულება მის ოჯახს ჯერ არ აძლევს. კრემლში ამბობენ, რომ მათი გადასაწყვეტი არაა, როდის გადასცემენ ოპოზიციონერის სხეულს ოჯახს. სააგენტო “როიტერი” სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იმ ფაქტებს ავრცელებს, რაც ამ დროისთვის […]

ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე “რესპუბლიკურის”ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავებოდა. ამავე საქმეზე ბრალდებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების ყოფილი უფროსიც. მისი სასამართლო პროცესი 26 თებერვალსაა ჩანიშნული. 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა […]

ნავალნის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ

გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ – ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პრესმდივანი, კირა იარმი ავრცელებს. გამომძიებელმა ნავალნის დედასა და ადვოკატებს განუცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპერტიზა არ დასრულდება, ცხედარი მორგში დარჩება. „გამომძიებლებმა ალექსეის ადვოკატებსა და დედას უთხრეს, რომ ცხედარს არ გადასცემდნენ. მას კიდევ 14 დღე (!) ჩაუტარდება რაიმე სახის „ქიმიური […]