მიხეილ სარჯველაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს და ამავე პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის გაცნობა და მათი მოსაზრებების მიღება წლის განმავლობაში […]

გადამხდელთა სააგენტო, ფერმერთა რეესტრი… – სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი კანონი ექნება

სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი კანონი ექნება. დღეს პარლამენტში „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების მომზადებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ეს არის გადამხდელთა სააგენტოს შექმნა, რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. გადამხდელთა სააგენტოდ დღეს მოქმედი სოფლის განვითარების სააგენტო უნდა ფორმირდეს. კანონით მას ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირების […]

ტრამპი ნავალნის სიკვდილზე დუმილს არღვევს და მომხდარში პუტინს არ ადანაშაულებს

დონალდ ტრამპმა ორშაბათს თავისი პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა, რუსი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი არავის არ ადანაშაულებს. „ალექსეი ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ უფროდაუფრო კარგად მაჩვენა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ტრამპი და, როგორც ჩანს, ნავალნის სიკვდილს საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირებს. “ეს არის ნელი, სტაბილური პროცესი. გარყვნილი, რადიკალი მემარცხენე […]

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ოცნება” ნინო წილოსანის არჩევას გეგმავს

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ აცნობა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ მდინარაძე თქვა, რომ თავად დაიკავებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა. „ქართული ოცნების” ფრაქციას კი დეპუტატი რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის […]

BarcaTimes: “ბარსელონა” კვარაცხელიას 90-100 მილიონ ევროდ შეძენას იმედოვნებს

BarcaTimes-ის ცნობით, “ბარსელონა” “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული, მის აგენტს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში, ტრანსფერის 90-100 მილიონად განხორციელებას იმედოვნებენ. “სელტას” ყოფილი თავდამსხმელი ალეკსანდრ მოსტოვოი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია “ბარსელონაში” უნდა გადავიდეს: “მჯერა, ხვიჩა “ბარსელონაში” აღმოჩნდება. მე თვითონ მინდა, ეს ასე მოხდეს. ვფიქრობ, ის ამისათვის მზადაა, რამეთუ კარგი დონისაა. თუ 90-100 ევროზე […]

ჯო ბაიდენი – ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ, დიახ“, – უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს. ჯო ბაიდენმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე უარს […]

მამუკა მდინარაძე – როდესაც ოპოზიცია ამბობს კოალიციას, გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში და ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ კოალიცია, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს

როდესაც ისინი ლაპარაკობენ კოალიციაზე, დომინანტი ხომ „ნაცმოძრაობაა“. არ არსებობს ოპოზიციური კოალიცია, დღეს არსებობს მხოლოდ „ნაცური“ კოალიცია. ერთადერთია „ნაცმოძრაობა“, რომელიც გარანტირებულად ლახავს ბარიერს, სხვას ბარიერის გადალახვის შანსი პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ რომც ჰქონდეთ თავისი დათვლებითაც კი ისეთ პროცენტებს ასახელებენ, თავისი კვლევებითაც, გაყალბებული კვლევებითაც კი, რომ ისინი არიან სადღაც ბარიერთან ახლოს, ორი სამი პარტია არც კი, ამასაც […]

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – უკვე დარწმუნებით იციან, რომ „5-იანის ფაქტორი“ ვერ ასცდება 20%-ს და ცდილობენ, „ნაცებისგან“ გამიჯვნით მოიპოვონ ნდობა – დანარჩენ 20%-ზე, რომელიც გადაუწყვეტელ ნაწილს წარმოადგენს, მიდის ნადირობა

ეს მარტივი და, მიწევს თქმა, მდაბიო პიარია, თავად „ნაცმოძრაობის“, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი „ნაცები“ პრაქტიკულად, არ არსებობენ. როგორ შეიძლება, მელია, გვარამია, ხაზარაძე და ა.შ. ისე გაემიჯნონ „ნაცებს“, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, დანარჩენმა ადამიანებმა ჩავთვალოთ, რომ ეს დღეს „ნაცი“ აღარ არის და არ ასრულებს მათ მიზნებს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, შეკითხვას […]

Apple ევროკავშირში ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევისთვის 500 მლნ ევროთი დაჯარიმდება – FT

ევროკომისია (EC) ამერიკულ Apple-ს მარტის დასაწყისში დააჯარიმებს. კომპანიას დაახლოებით 500 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევისთვის, მუსიკის სტრიმინგის სერვისებზე წვდომის ორგანიზების პროცესში კომპანიის არასწორი პოლიტიკის გამო. ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროკომისიამ Apple-ის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Spotify-მ 2019 წელს საჩივარი შეიტანა. მარეგულირებელი იძიებს იმას, Apple-მა ხელი შეუშალა […]

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს

მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად აირჩიეს. ამის შესახებ მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მდინარაძის თქმით, მას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილი შეცვლის. მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო.