,,ბასიანთან პარაკლისი გადავიხადეთ… დავაფრთხეთ ეშმაკები, ახლა მონასტრებს როდის მივადგეთ, სადაც მარიხუანას პლანტაციებია?!” – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: ,,ბასიანთან პარაკლისი გადავიხადეთ… დავაფრთხეთ ეშმაკები, ახლა მონასტრებს როდის მივადგეთ, სადაც მარიხუანას პლანტაციებია?!”

მიხეილ სააკაშვილი – ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს – ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის

ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. მისი თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მისი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა. „მიუნხენის კონფერენციაზე, ევროპაში საქართველოს მთავარი მოკავშირის – […]

„კადრების დეფიციტის შესავსებად, გამოსავალი უცხოელი მუშახელის ქვეყანაში შემოყვანაა“ – ილია წულაია

დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელი, ილია წულაია BM.GE-სთან სამშენებლო – დეველოპერულ სექტორში კადრების დეფიციტსა და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს. მისი თქმით, კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გზა, ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოყვანაა, რომელიც დეფიციტს შეავსებს. „სექტორში კადრების პრობლემაა, მაგრამ ეს იმის ინდიკატორია, რომ ქვეყანა ვითარდება და ადგილობრივი მუშახელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არსი. ასევე იმისათვის, რომ ქვეყნის […]

ნავალნის ცხედარს ოჯახს კიდევ 14 დღე არ გადასცემენ – იარმაში

ალექსეი ნავალნის დედასა და ადვოკატებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარს კიდევ 14 დღის განმავლობაში არ გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის თანაგუნდელი კირა იარმაში ავრცელებს. მისი თქმით, რის გამოც ნავალნის ცხედარს ოჯახს არ აძლევენ “ქიმიური ექსპერტიზაა”. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა. უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი […]

კომიტეტებმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. „კანონის მიღება უზრუნველყოფს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი […]

გიგი წერეთელი – მგონია, რომ ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის ამბები ხელოვნურადაა გამოტანილი, რომ მერე ამის უარყოფა მოხდეს

მგონია, რომ ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის ამბები ხელოვნურადაა გამოტანილი, რომ მერე ამის უარყოფა მოხდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შექმნაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა. გიგი წერეთლის თქმით, ჩრდილოვან კაბინეტზე საუბარი არასერიოზულია, რადგან ამის უკან სერიოზული ძალა არ დგას და „სერიოზული პოლიტიკური საფუძველი […]

ნინო თანდილაშვილმა გურიაში ეროვნული პარკის შექმნის კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა

„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე, ეროვნული პარკი დაარსდება. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მიუხედავად […]

გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილების პაკეტი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე წარადგინა. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ცვლილებების პაკეტი შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს, 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი; ამასთან, ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი […]

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. „ქართული ოცნების” ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე უმრავლესობა ნინო წილოსანს წარადგენს. „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრებმა, ასევე ერთხმად, მხარი დაუჭირეს რატი იონათამიშვილის, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გია ცაგარეიშვილის […]

ბრაზილიის პრეზიდენტმა ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ ელჩის უკან გაწვევას წინ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩის დაბარება უსწრებდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც ლულამ ღაზაში ისრაელის ომი ჰოლოკოსტს შეადარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ლულა […]