დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია. აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აქვეყნებს. სასულიერო პირი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის შემდეგ, სიმართლეს დაამტკიცებს. „მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი […]
ირაკლი ნადირაძე – იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ კახა კალაძემ გასულ წელს 200 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, გასულ წელს თბილისის მერმა, კახა კალაძემ 200 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა და „ეს გააკეთა ერთი მიზნით, რომ თბილისის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებისთვის მოირგოს და გამოიყენოს“. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „აუცილებლად წააგებს“. „დღეს თბილისის საკრებულოში შემოსულია დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებები. […]
ვასო ურუშაძე – არსებობს პერსპექტივა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ათასი ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივები დასაქმდნენ და ადამიანებს სამსახურის საძიებლად ემიგრაციაში წასვლა აღარ უწევდეთ

არსებობს პერსპექტივა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ათასი ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივები დასაქმდნენ და ადამიანებს სამსახურის საძიებლად ემიგრაციაში წასვლა აღარ უწევდეთ, არამედ საკუთარ ოჯახებში იცხოვრონ და ადგილზე შეძლონ ღირსეული შემოსავლის მიღება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. ვასო ურუშაძის განცხადებით, ხაშურში არსებობს მინის ტარის წარმოების უდიდესი პოტენციალი, მრავალწლიანი გამოცდილება და […]
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ახორციელებენ

ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენება/ამოძირკვის, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ვენახების […]
დღეს სამშობლოსათვის თავდადებული წმიდა მეფე სოლომონ II-ის ხსენების დღეა

წმიდა მეფე სოლომონ მეორე (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი. დავითი […]
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

ბრიუსელში დღეს, ბრიუსელის დროით 11:00 საათზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება. „შეხვედრა ფოკუსირებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა […]
„დაინტერესებული ინვესტორი პირველ რიგში გვეკითხება არის თუ არა საქართველოში ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია“ – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

„დაინტერესებული ინვესტორი პირველ რიგში გვეკითხება არის თუ არა საქართველოში ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია“ – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძირითადი გამოწვევა სამუშაო ძალა და მუშა ხელის კვალიფიკაციაა, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო კარგია, ინვესტორები ასევე […]
“მითანა” დაიკეტა – ბრენდის ნახევარფაბრიკატების ხაზის წარმოებას “ტკბილი ქვეყანა” იწყებს

ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „მითანა“ დაიკეტა. ნახევარფაბრიკატების ხაზი კი, რომელსაც კომპანია გასული წლის შემდეგ ავითარებდა, საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყნის” მართვის ქვეშ გადავიდა. ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “მითანა” და საკონდიტრო საწარმო “ტკბილი ქვეყანა” ადგილობრივ ბაზარზე 2005-2006 წლებში შემოვიდა და წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მენეჯმენტის ქვეშ ვითარდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ამირან ქორთიაშვილია, […]
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ

მოლოდინები და გულისწყვეტა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, ისევე როგორც მოლოდინები და კმაყოფილება. მაგალითად, თუ მაღალი მოლოდინები გაქვთ კარიერასთან, ადამიანებთან და თუნდაც ფილმთან დაკავშირებით, რისკი იმისა, რომ გულისწყვეტა განიცადოთ, დიდია. რაც უფრო მაღალი მოლოდინები გაქვთ, მით უფრო დიდია სხვაობა რეალობასა და მოლოდინებს შორის. მცდარი მოლოდინების შესახებ საინტერესო მსჯელობას გთავაზობთ ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც საკუთარ უფასო საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაზე […]
ნიკოლ ფაშინიანი – რუსეთმა და აზერბაიჯანმა სრულად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს და აზერბაიჯანს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. „2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 მუხლში არაფერია ნათქვამი სომხეთის გავლით რაიმე დერეფანზე, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სხვა ქვეყანა აკონტროლებს სომხეთის რომელიმე ტერიტორიას. საუბარია რეგიონულ კავშირებზე“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. საფრთხეებზე საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ლიდერის, ილჰამ […]