ლოდების ჩამოშლის გამო სარფში შესასვლელი გზა დროებით ჩაიკეტა

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. დეპარტამენტის ცნობითვე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მალე აღდგება.

ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს – სოზარ სუბარი

პოლიტიკოსმა სოზარ სუბარმა უპასუხა კითხვას, თუ რას გულისხმობდა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი განცხადებაში: „თუ ვინმე რუსეთთან ახლოს არის, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. თავისი წარსული გაიხსენოს“. „სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ყველა ერთ ხმაში აცხადებდა ამას, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი იყო. გურამ მაჭარაშვილიც ოპოზიციის მაშინდელ ამ ნარატივს, ეტყობა, დაეთანხმა. თუ ისინი ტყუოდნენ, კარგი იქნება […]

ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ – არჩილ თალაკვაძე

ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. „ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული და სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით აჩვენა არსებითი პროგრესი და ხელშესახები შედეგები: ეს იყო ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი. ის ოპოზიცია, რომელიც ფულს იხდიდა საქართველოს ევროპული მომავლის დაბლოკვაში […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს

უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2014 წელს მაიდანზე დაღუპული „ზეციური ასეულის“ ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, ჩვენ „ზეციური ასეულის“ გმირების – მამაცი ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 2014 წელს უკრაინის თავისუფლებისთვის მაიდანზე სიცოცხლე გაწირეს, პატივს მივაგებთ. 10 წლის შემდეგ, მათმა […]

მაია ბითაძე – შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, ადგილზე განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მოსახლეობის გაფრთხილება და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა

შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, ადგილზე განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მოსახლეობის გაფრთხილება და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა – ამდაგვარი კომპლექსური სტიქიის წინასწარი პროგნოზირება, რა დროსაც ერთმანეთს ბევრი მოვლენა დაემთხვა, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გააკეთა, რომელმაც გასულ წელს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალური […]

მიხეილ დაუშვილი – „ოცნება“ ფაქტობრივად, ცესკოს იფორმებს – თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს დაქვემდებარება?

ამ გადაწყვეტილებით, „ოცნება“ ფაქტობრივად, იფორმებს ცესკოს – თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს დაქვემდებარება? – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზეა. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით “ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტად აზიანებს ნდობას ცესკოს […]

ლიეტუვის პრემიერი – მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა!

რუსეთს არ აქვს სიტყვის უფლება ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადავცეთ ეს გზავნილი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა. „დღეს უკრაინა პატივს მიაგებს “ზეციური ასეულს“ – ღირსების რევოლუციის გმირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს დემოკრატიული უკრაინისა და ერის უფლებისთვის, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თავიანთი ქვეყნის რუსეთის […]

მაია ბითაძე ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე – რაც არ უნდა მინისტრად მოგვევლინოს ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ, მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

ვერანაირი სალომე ზურაბიშვილის, უცხოელი ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ვერ ჩაანაცვლებს არჩევნებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მანიპულაციების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. “მიმდინარე წელს არჩევნები […]

საქართველოს მწერალთა სახლში რაულ ეშბასა და სვეტლანა ქეცბას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა, საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია -„გულანის“ ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მწერალთა სახლში აფხაზი თანამემამულეების – რაულ ეშბასა და სვეტლანა ქეცბას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სიუჟეტი რაულ ეშბასა და სვეტლანა ქეცბას ცხოვრებასა და საქართველოს წინაშე მათ ღვაწლზე, პატრიარქის ნათლულთა გუნდმა “საგალობელი“ და ანსამბლმა […]

პაატა მანჯგალაძე – ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ, 9-დან ერთ-ერთი პირობა ჩავარდნილი იქნება

9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ევროპულ რეკომენდაციას არ შეესაბამება და მას “სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს არ დაუჭერს. “ცვლილებებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციას და ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, […]