რუსეთში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მიუსაჯეს 19 წლის აქტივისტს

რუსეთში სასამართლომ 2005 წელს დაბადებულ აქტივისტ მაქსიმ ლიპკანს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ეწინააღმდეგება, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მიუსაჯა, იტყობინება „მედუზა“. ის რუსეთის ჯარზე „ფეიკების“ გავრცელებაში იყო ბრალდებული. ლიპკანი 2023 წლის თებერვალში, 18 წლის ასაკში დააპატიმრეს, თუმცა პოლიტიკური აქტივიზმით იგი სრულწლოვანობამდეც იყო დაკავებული. დაპატიმრბამდე ლიპკანმა მოსკოვის მერიას მიმართა – სურდა ლუბიანკის მოედანზე ანტისაომარი აქციის – „ჯოჯოხეთის ერთი […]

კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინიმალურ ხელფასზე პროფკავშირების ინიციატივას

19 თებერვალს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანების საკანონმდებლო ინიციატივას. კომიტეტმა პროფკავშირების საკანონმდებლო წინადადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა. პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, მათ ეს საკითხი […]

უკრაინა: რუსების გაშვებული დრონებიდან 23-ვე ჩამოვაგდეთ

20 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას 3 რაკეტითა და შაჰედის ტიპის 23 დრონით შეუტიეს. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. “საბრძოლო სამუშაოების შედეგად 23-ვე შაჰედი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავას, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში. საჰაერო ძალებმა განმარტეს, რომ ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან C-300/C-400-ის […]

ავსტრალია მომავალ ათწლეულში სამხედრო ფლოტის გაორმაგებას გეგმავს

ავსტრალია მომავალ ათწლეულში სამხედრო ხომალდების რაოდენობის გაორმაგებას და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს. DW-ს ცნობით, ავსტრალიაში ეს გადაწყვეტილება ჩინეთთან და რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის გამო მიიღეს. ავსტრალიის 2023 წლის სტრატეგიული მიმოხილვის მიხედვით, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთთან და რუსეთთან კონკურენცია ავსტრალიისთვის გადამწყვეტი საკითხია, რომელსაც კონფლიქტის განვითარების პოტენციალი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის ძალების გასაორმაგებლად მომავალ […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ swoop.ge-სთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. თემა ეხება ,,კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, ,,მასტერქარდის” ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ ,,თინეთის” კუთვნილ ვებ-პორტალზე – www.swoop.ge ექსკლუზიურად ხდებოდა ფასდაკლებების შეთავაზება კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციისას. შესაბამისად, სააგენტომ სავარაუდო დარღვევის შესახებ მოკვლევა უცხოური საწარმოს ფილიალის […]

ევროკავშირმა გააგრძელა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები

ევროკავშირმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2022 წლის ოქტომბრიდან დაწესებული სანქციები. სანქციების 2025 წლის 24 თებერვლამდე შენარჩუნების გადაწყვეტილება დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიზანშეწონილად მიიჩნევენ სანქციების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ზომების მიღებას. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოსკოვმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის […]

გიორგი მამალაძე: მთავარი მიზანი ჯანმრთელობის აღდგენაა – ამის შემდეგ კი სიმართლე იქნება

პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წერს, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, ამის შემდეგ კი “სიმართლე იქნება”. “მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. თუმცა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ უკვე 5 წელია, მე ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე […]

NBC: ბაიდენი უკრაინისთვის შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გადაცემას განიხილავს

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე მუშაობს, რასაც უკრაინული მხარე უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს. ინფორმაციას ამერიკული სამაუწყებლო კომპანია NBC News ავრცელებს. აშშ-მ უკრაინისთვის ATACMS-ების მიწოდება წინა წელს დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე მათთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებდა. თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს პოზიცია შეიცვალა […]

“ნაპოლი” კვარაცხელიას ინიციატივების იმედად და “ბარსას” დაცვის პრობლემების გამოყენება – ახალი მწვრთნელის ეფექტი?!.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი იქნებ ისეთივე ემოციებს აღარ აღძრავს, როგორც წლების წინ, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის, უკვე მეორე წელია, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო, განსაკუთრებულია. “ნაპოლის” მთავარი მიზანი შარშანაც და წელსაც ისაა, მაქსიმალურად შორს გავიდეს; პლეი-ოფში ახლა რთული მეტოქეა – “ბარსელონა”. ორივე ეს გუნდი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ახლა კი იდეალური პერიოდი არ უდგათ. პირველი დაპირისპირება “დიეგო მარადონაზეა” – […]

გიორგი ვაშაძე – უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა – ნომერ პირველ საკითხად ვაპირებთ დავაყენოთ ემიგრანტების ხმის მიცემის შესაძლებლობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი აპირებენ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის საკითხი დააყენონ. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა. „უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, ნომერ პირველ საკითხად ვაპირებთ დავაყენოთ ემიგრანტების ხმის მიცემის შესაძლებლობა. არ შეიძლება ადამიანებს, ვინც უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო, ვის გადმორიცხულ თანხებზეც არსებობს […]