ბექა დავითულიანი – 36 კვირაც გავა, 136 კვირაც გავა და 136 კვირის მერე მამუკა ხაზარაძე დარჩება ამ სისულელეების ავტორად, ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის

36 კვირაც გავა, 136 კვირაც გავა და 136 კვირის მერე მამუკა ხაზარაძე დარჩება ამ სისულელეების ავტორად, ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის – რევანშიზმის სურვილი შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ შანსი, რომ ეს მოახდინოს – ნულოვანი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებებისას აღნიშნა. მისივე […]

სერგო ჩიხლაძე – არსებობს თუ არა ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი? – არა, არც ამ, არც სხვა შემადგენლობით არ ყოფილა, არ არის და ვერც იქნება

არსებობს თუ არა ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტი? – არა. არც ამ, არც სხვა შემადგენლობით არ ყოფილა, არ არის და ვერც იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო ფორმირების საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია არის „ქართული ოცნების“ მორიგი აბსურდი. „არსებობს თუ არა […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პოლიტიკური დევნა, ძალადობა და რეპრესია ქვეყანაში უნდა დასრულდეს, თუ გვინდა, რომ საარჩევნოდ მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო გვქონდეს

პოლიტიკური დევნა, ძალადობა და რეპრესია ქვეყანაში უნდა დასრულდეს, თუ გვინდა, რომ გვქონდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო საარჩევნოდ და ამისათვის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის ფუნდამენტურად აუცილებელი, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების […]

საქართველოს ფოსტა მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს

საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. „საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების […]

ბიძინა ივანიშვილმა ლევან თედიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ივანიშვილი სპორტის სასახლეში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მეუღლესთან ერთად მივიდა. ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. მას 14:00 საათზე, ძველი სპორტის სასახლიდან გამოასვენებენ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ. ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. […]

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, 3 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა აღნიშნა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები რამდენიმე რაიონში ჩამოაგდეს. ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა. “ჩაიშალა კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით”. – აღნიშნა მან. ბოგომაზის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი “პოგარსკის რაიონის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა”. გარდა ამისა, ადგილობრივი დროით დილის […]

ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე განახლების სამუშაო სწრაფად უნდა დასრულდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის დროს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახლო მომავალში აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. “[აზერბაიჯანთან] ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს პირველად მიაღწია 7.5 მილიარდ დოლარს. მიზანდასახული გვაქვს, რომ გავზარდოთ ძალისხმევა, რათა $15 მილიარდის მიზანს მივაღწიოთ. კრიტიკული გამოწვევების დროს, ცხადია, რომ ჩვენს ქვეყნებს სჭირდებათ სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში საკუთარი პოტენციალის განვითარება. […]

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე მთავარ ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების მთავარ ექთანს, თეა ბეგიაშვილს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2023 წლის 23 იანვარს პროკურატურამ თეა ბეგიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას გულისხმობს. “2021 წლის სექტემბერში, […]

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე, ხოლო მეორე პირს – გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან […]

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მათივე ცნობით, ხარისხის შეფასებისთვის სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. „ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, […]