ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო

ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო. და ეს მხოლოდ, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე მათ აგენტურას სიცოცხლე გაუხანგრძლივონ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში […]
რაც არ უნდა მინისტრად მოგვევლინოს ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ, მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი

რაც არ უნდა მინისტრად მოგვევლინოს ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ, მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი ვერანაირი სალომე ზურაბიშვილის, უცხოელი ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ვერ ჩაანაცვლებს არჩევნებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, […]
“თუ რაიმე დასჭირდება, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით” – რას აცხადებს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე?

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა, ტელეკომპანია “პირველზე”, გადაცემა “შუადღეში”, ნიკოლოზის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მას ყოველთვის დაეხმარება. “რეალურად ეს ადამიანი მე დღემდე მემტერება, მაგრამ მე ვაპატიე ეს ყველაფერი და ჩავკეტე სკივრში. ოდესმე, რამე დასჭირდეს და გაუჭირდეს, მე ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდით. როცა ჩვენ ერთად ვიყავით, ის […]
სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ. ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, სადაც აგრომაღაზიების წარმომადგენლებს თხილის წარმოების პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების განაღდების სპეციალური პირობები გააცნეს სოფლის განვითარების […]
საუდის არაბეთში ინვესტორების უმრავლესობას აინტერესებს 50-100მლნ-იანი საინვესტიციო პროექტები, საქართველოში ასეთი პროექტები ცოტაა – გიორგი ვეკუა

„უმეტესობა ინვესტორებისა გვეუბნებოდნენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო პროექტი, სადაც 50-100 მლნ-ზე ნაკლების ინვესტირება შეუძლიათ“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმზესაუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „საქართველოში ასეთი პროექტები, სამწუხაროდ, ბევრი არ გვაქვს,“ „საუდის არაბეთისთვის საქართველო არის ახალი საინვესტიციო გარემო, ახალი ქვეყანა, ახალი […]
„ნიუ ჰოსპიტალში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობის თითქმის სრული სპექტრია წარმოდგენილი“ – ნოდარ ჩხიკვაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, კოლორექტული კიბო (სწორი ნაწლავის კიბო) მესამე ადგილზეა მსოფლიოში სიმსივნის შემთხვევებს შორის, ხოლო კიბოთი სიკვდილიანობით – მეორეზე. ამ დაავადებით ყოველ წელს 2 მლნ-მდე ადამიანი ავადდება, საიდანაც დაახლოებით 950 000 კვდება. როგორც „კომერსანტთან“, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ქირურგმა და ლაპაროსკოპისტმა, ნოდარ ჩხიკვაძემ განაცხადა, კოლორექტული კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2040 […]
პარიზის ოლიმპიადის წინ ტურისტებისთვის ეიფელის კოშკი დახურულია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილი – ეიფელის კოშკი ორშაბათს თანამშრომლების გაფიცვის გამო დაიხურა – ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს, მედიის ცნობით გაფიცვის მიზეზი ძეგლის ფინანსური მართვა გახდა. თანამშრომლების გაფიცვა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობის სამზადისშია. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მერია, რომელიც კოშკის მეთვალყურე კომპანიის Societe d’Exploitation de la Tour Eiffel […]
საქართველოს ბანკის ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ახლახანს, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს 19:00-ზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება. ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო […]
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე, ხოლო მეორე პირს – გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში […]
დავით უსუფაშვილი – „ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება – პირდაპირ აცხადებენ, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით არ დატოვებენ ძალაუფლებას

„ოცნება“ ხელისუფლების მისატაცებლად ემზადება – მთავრობაში მყოფნი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მომზადებით კი არ არიან დაკავებულნი, მთელი სახელისუფლებო რესურსის საკუთარი გამარჯვებისთვის მობილიზებას ახდენენ. კარგია, რომ სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოვიდა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური დევნა და ოპონენტების დაშინება […]