ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენთვის უკვე კარგად თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება – ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ზურაბიშვილზე ზეწოლა განახორციელონ

ევროპარლამენტში ჩვენთვის უკვე კარგად თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება, სურთ ნავალნისთან პარალელები გაავლონ – ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე […]
სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს

სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით […]
„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს 19:00-ზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული. ინფორმაციის თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო მეტი თუ რა არის სატენდერო გარანტია, რატომ სჭირდებათ […]
სანდრო რაქვიაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს მოარგო

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მორიგ ჯერზე თავის ტექნიკურ საჭიროებებს მოარგო, ამ შემთხვევაში კალანდარიშვილის დანიშვნას, რაც უბრალოდ არასწორია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ძალიან ხელოვნური კონსტრუქციაა, რომელიც ასევე შეიცვლება, როცა სხვა პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება. „საარჩევნო კოდექსი უკვე არაერთხელ შიცვალა. ამ პარლამენტმა შეცვალა და ყოველ […]
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო „კინო მშვიდობისთვის“ ორგანიზებით გამართულ გალაღონისძიებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიოს პოლიტიკისა და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ღონისძიებაზე უკრაინის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის, […]
რადოსლავ სიკორსკი – უკრაინაში ვითარება დრამატული ხდება, დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, დაგვიანებული გახდეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, იმედგაცრუებულია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში პროგრესის ნაკლებობით და რომ ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში სპეციალური მექანიზმის შექმნას საბრძოლო მასალის მიწოდების დასაფინანსებლად. მედიის ინფორმაციით, რადოსლავ სიკორსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „უკრაინაში ვითარება დრამატული ხდება. მოვუწოდე, რომ საბოლოოდ მიგვეღო […]
“ბევრი იტყვის, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლია, დაგაეჭვებენ, მაგრამ დაიმახსოვრე…” – რას წერს ილია თოფურია?

18 თებერვალი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. UFC-ის ქართველმა მებრძოლებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდო დაამარცხა და შემდეგ ჯერზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, ხოლო ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. ილიამ საჩემპიონო ბრძოლაში ლეგენდარული ავსტრალიელი სპორტსმენი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ოქროს ქამარს დაეუფლა. აი, რას წერს თოფურია სოციალურ ქსელში გამარჯვების შემდეგ: “ბევრი იტყვის, რომ ამის […]
სოხუმი ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობას გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა სოხუმში ჩრდილოეთ კორეიდან დელეგაციას უმასპინძლა. აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციის [“მანგენბონი”] დელეგაცია ჩავიდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აფხაზური მხარის ცნობით, აღნიშნული კორპორაცია ფოკუსირდება სხვადასხვა ტიპის საქონლის ვაჭრობაზე, IT- ტექნოლოგიებზე, სამედიცინო სფეროზე, ზღვის პროდუქტების გადამუშავებასა და სამკერვალო წარმოებაზე.
პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გულისხმობს იმას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია

პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გულისხმობს იმას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია „ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. რა თქმა უნდა, საუბარი საქართველოს მომავალ განვითარებას შეეხება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციას შეეხება. „ბატონი პრემიერი მიუთითებს იმ პრიორიტეტის […]
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი თავად არ იღებს გადაწყვეტილებებს, ის გააკეთებს იმას, რა დავალებასაც მისცემენ

„ძალიან კარგად გახსოვთ, თუ როგორ უწოდებდა ოპოზიცია დღეს უკვე მათივე ლიდერ სალომე ზურაბიშვილს – რუსეთის აგენტს, პუტინის რეზიდენტს, მოღალატეს და ა.შ.“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარმა უპასუხა კითხვას, თუ რას გულისხმობდა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი განცხადებაში: „თუ ვინმე რუსეთთან ახლოს არის, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. […]