დავით კირკიტაძე პრეზიდენტს – დაფიქრდით და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – არ მოაწეროთ ხელი იმას, რასაც ხელს აწერენ ტირანიის ჩამომყალიბებლები რუსეთში

დაფიქრდით ამაზე და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – არ მოაწეროთ ხელი იმას, რასაც ხელს აწერენ ტირანიის ჩამომყალიბლები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და უფრო კონკრეტულად რუსეთში, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სიმშვიდეს […]
დავით მათიკაშვილი „ლელოს“ – როზნერი კი არა, როზნერების არმიაც რომ იყოს, თქვენ არაფერი გეშველებათ – საზოგადოებისგან რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ, ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე

როზნერი კი არა, როზნერების არმიაც რომ იყოს, თქვენ არაფერი გეშველებათ – თქვენგან პატრიოტები და სახელმწიფო მოღვაწეები არ გამოვა და საზოგადოებისგან რა ნულოვანი ნდობა და რეიტინგიც გაგაჩნიათ, ზუსტად ასეთ ნულოვან რეიტინგს და პროცენტებს მიიღებთ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური კლასტერი. […]
რომან გოცირიძე – 9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა და ადგნენ და კანონი კიდევ უფრო გააუარესეს – პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს

ეს არის თავხედური და ცინიკური კანონი, იმიტომ, რომ ეს არის იმაზე უარესი, რაც დღემდე მოქმედებდა – რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მხრიდან უნდა იყოს გამოყენებული ვეტოს უფლება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი საკუთარ პარტიულ ინტერესებს მოარგო. „9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე […]
სააკაშვილის შესაწყალებლად ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, ზურაბიშვილზე ზეწოლას ცდილობენ — სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შემდეგ ევროპარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართონ. ამის შესახებ მან დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სამხარაძის თქმით, ეს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა. „სამწუხაროდ, [მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე] პრეზიდენტი აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, […]
ხვიჩია: ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა

ქურდული სამყაროს წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ქურდული სამყაროს წევრებად მიიჩნევენ, ერთადერთი ინტერესჯგუფია, რომელიც საქართველოში უფლებრივად ასეთ ღია დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. ამაზე მთელი ქართული იურიდიული საზოგადოება თვალს ხუჭავს. ამ ქვეყანაში არ მოიძებნა იურისტი, რომელიც საჯარო სივრცეში დალაგებულად ახსნიდა, რომ განზრახვის გამო ადამიანის ციხეში ჩასმა არ შეიძლება. ვიჭერთ არა ქმედებისთვის, არამედ იმ […]
სოფელ უდეში მეწყრული პროცესი განვითარდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ უდეში გეოლოგები მუშაობენ. როგორც რადიო თავისუფლებას მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ უთხრა, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფლის ერთ-ერთ უბანთან (“პირდაპირები”), რომელშიც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს. მერის ინფორმაციით, საცხოვრებლად უვარგისია ერთი საცხოვრებელი სახლი და გასახლება შეიძლება შეეხოს დამატებით ოთხ ან ხუთ ოჯახს. “გეოლოგები მუშაობენ და შემდეგ გვეცოდინება, რამდენად […]
მერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის – ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

მერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის – ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილი UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ქართველმა ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა.
კონკურენციის სააგენტომ “მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველოს“ და swoop.ge-ის მიმართ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. თემა ეხება ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, ,,მასტერქარდის” ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ “თინეთის” კუთვნილ ვებ-პორტალზე – www.swoop.ge ექსკლუზიურად ხდებოდა ფასდაკლებების შეთავაზება კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციისას. შესაბამისად, სააგენტომ სავარაუდო დარღვევის შესახებ მოკვლევა უცხოური საწარმოს ფილიალის […]
ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ისრაელსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობის დაძაბვის შედეგად ბრაზილიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია, ხოლო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი მიზეზად ლულას მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, სადაც მან ღაზის კონფლიქტი ჰოლოკოსტს შეადარა. 18 თებერვალს ბრაზილიის პრეზიდენტმა ეთიოპიის დედაქალაქში აფრიკის კავშირის 37-ე […]
კლინიკების მომსახურების ხარისხის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც

ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის, სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. „ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, […]