საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა

თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები და სხვა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები. „საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა […]
ჰუსიტები ირწმუნებიან, რომ ამერიკული დრონი MQ-9 Reaper-ი ჩამოაგდეს

იემენელი ჰუსიტები ირწმუნებიან, რომ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ამერიკული სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ის ჩამოგდება შეძლეს. მათ გაავრცელეს განადგურებული დრონის ამსახველი ფოტოები და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ვიდეო. ამერიკულ გამოცემა The New York Times-თან პენტაგონის ორმა წარმომადგენელმა იემენის სანაპიროზე დრონის ჩამოვარდნა დაადასტურა და თქვეს, რომ მიზეზებს იძიებენ. The Houthi Terrorist Group in Western Yemen has released Footage […]
ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა – მაია ბითაძე ნაც.მოძრაობაზე
ბოლო თვეებში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქტიურად ვისმენთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის – “ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახეების მხრიდან ინფორმაციას, თითქოს ისინი ემიჯნებიან “ნაციონალურ მოძრაობას” და ქმნიან რაღაც ახალ, სუფთა, უმწიკვლო და ევროპულ გაერთიანებას. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე […]
შალვა პაპუაშვილი და”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრები NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, „ქართული ოცნების“ შეფასებები და მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით, აგრეთვე, პარტიის წინასაარჩევნო გეგმები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე.
იმედია, 2024 წელს საუდის არაბეთთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდება – გიორგი ვეკუა

იმედია, 2024 წელს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდება, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ თბილისში გამართულ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საამისოდ ყველა პირობა არსებობს. „ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ფორუმი იყო, მას ესწრებოდნენ საუდის არაბეთის ინვესტიციის მინისტრი და მინისტრის […]
ეკა ხერხეულიძე – სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი ან თქვენი გამბედაობა – გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან!

სააკაშვილის მკვლელობის მაღალი რისკი არის ძალიან რეალური. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის უკეთ გამოიყურება, მინდა შეგახსენოთ, ნავალნი სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი ან თქვენი გამბედაობა, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას […]
პიტერ სიიარტო – საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ევროკავშირის წევრობას – ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წინსვლისთვის. „გაფართოების პოლიტიკა შეიძლება იყოს დიდი წარმატების ისტორია ევროკავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა წევრი ქვეყანა მას საჯაროდ უჭერს მხარს, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ხელის მუხრუჭს აჭერს“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი „ფეისბუქზე“. მისი თქმით, […]
პუტინმა წოდება აუმაღლა გენერალს, რომელსაც კავშირი აქვს ნავალნის უფლებების შეზღუდვასთან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გენერლის უფრო მაღალი წოდება მიანიჭა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ვალერი ბოიარინევს, რომელიც პირადად გასცემდა კოლონიაში ალექსეი ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანებებს. ამის შესახებ წერს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“, რომელმაც ყურადღება მიაქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალების შემდეგ პუტინის მიერ გამოცემულ ბრძანებას. ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა. 19 თებერვალს გამოქვეყნდა […]
აბუ-დაბის საერთშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

15 – 18 თებერვალს, აბუ-დაბიში გაიმართა საერთშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. ტურნირზე საქართველო აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ნაკრები გუნდის წევრებით იყო წარმოდგენილი. ნიკოლ ფადეევამ და დავით გურგენიძემ მორიგი წარმატება მოიპოვეს თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში. Basic Novice Girls კატეგორიაში თავისუფალ პროგრამაში ნიკოლ ფადეევამ ოქროს მედალი მოიპოვა, დავით გურგენიძემ კი Intermediate Novice Boys […]
ვანო მაჭავარიანი – რატომ არ არის ქალბატონი სალომე უფრო ღია და მკაფიო? რა უშლის ხელს? თუ ამბობს A-ს, თქვას B-ც

თუ ქალბატონი პრეზიდენტი აპირებს, როგორც ევროპელმა ექსპერტმა, ზოგადად გვესაუბროს, ეს მოვისმინეთ, მაგრამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, აქვს ვალდებულება, დეტალურად აღწეროს საფრთხეები და მთავრობასთან დააყენოს საკითხი, რეალურად რაზეა საუბარი, თორემ, ხომ ხედავთ მთავრობის რეაქცია რა იყო? იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობა აეღოთ, იმ წუთში გადააბრალეს მას [პრეზიდენტს] და ოპოზიციას, რომ თურმე თვითონ არიან რუსეთის გავლენის აგენტები, – ამის […]