ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში – კალაძე ნადირაძეზე

კახა კალაძე ირაკლი ნადირაძის განცხადებას პასუხობს: ,,ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია, აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე, ან დურაკია ჩვეულებრივი, ან მცდელობა აქვს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ძალიან მარტივად არის ყველაფერი გაწერილი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ის რაზეც ახლა თქვენ მესაუბრებოდით, 100 მილიონი ეს არის გადაჭარბებული შემოსავლები ბიუჯეტში, რაც უბრალოდ ვერ დაიგეგმებოდა და მინდა ჩემ […]
,,რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული?“ – დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის” წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, თუმცა ამ თემაზე ხელისუფლება მუშაობს და შედეგებიც ხელშესახებია. ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. „ბევრჯერ მოგისმენიათ ალბათ, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი: – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით […]
ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა – კახა კალაძე

ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა – კახა კალაძე „ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ არავის […]
ახალი კანონპროექტით ტაქსის ლიცენზია მუნიციპალიტეტებშიც სავალდებულო იქნება

პარლამენტი განიხილავს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება. დოკუმენტი 2023 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა და მისი მიღების შემთხვევაში ცვლილებები 2025 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულია დედაქალაქის გარდა 63 მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვის გაცემა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ […]
ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყველა ადამიანთან საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?! – ბითაძე ემიგრანტებზე

„რას გვთავაზობთ, რომ ყველა ადამიანთან, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?!“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი მაია ბითაძეს ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივებას ითხოვენ. არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე მაია ბითაძემ დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. „გაცვდა თქვენი ნარატივი მიგრანტებთან დაკავშირებით. თითქოს მიგრანტებს არ ეძლევათ საშუალება, […]
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ დღეს განაცხადა. „სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი […]
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა გრძელდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. „საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა […]
„საქართველოს ბანკი“ პროექტ „გასტროლების“ შედეგებს აჯამებს

„საქართველოს ბანკის“ პროექტმა „გასტროლები“ 2023 წლის მაისიდან აიღო სტარტი. 16 ეპიზოდის განმავლობაში შეფ-მზარეულმა დიმიტრი რჩეულიშვილმა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, არგვეთა თუ სათიბე მოიარა და მაყურებლებს გამორჩეული კვების ობიექტები გააცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, პროექტმა კი რესტორნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და პოპულარობის ზრდაში შეუწყო ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ […]
გიორგი ტყემალაძე – ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები წლებია ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს თანამოქალაქეებს

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი ორ მილიარდ ლარზე მეტი ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეძლებს. დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდაზე განცხადება გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. „ეს არის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, რაც, სამწუხაროდ, მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი ოპონენტებისთვის, ეს ძალიან გასაკვირია. მათ […]
კახა კალაძე – ირაკლი კობახიძის განცხადებებს ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ჰქვია

ირაკლი კობახიძის განცხადებებს არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად შედეგიანი იქნება პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, მაშინ როდესაც ის „ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა“. კალაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ არავის მიეცეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესაძლებლობა. […]