დამწყები მევენახეებისთვის ჯიღაურას ბაზაზე ტრენინგი გაიმართა

ვენახის გაშენების და ვაზის დარგვის წესებზე, ახალგაშენებული ვენახის მოვლასა და გასხვლის ტიპებზე დამწყებ მევენახეებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვლის პროცესში, ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულ ვაზის კოლექციებს გაეცნენ და საქართველოს მევენახეობის ისტორიაზე მიიღეს ინფორმაცია. სწავლება ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამის „მევენახეობის მოკლე კურსი“ ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფინანსური […]
„მითანას“ დაკეტვის შემდეგ ბრენდის ნახევარფაბრიკატების ხაზის წარმოებას „ტკბილი ქვეყანა“ იწყებს

ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „მითანა“ დაიკეტა. ნახევარფაბრიკატების ხაზი კი, რომელსაც კომპანია გასული წლის შემდეგ ავითარებდა, საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყნის” მართვის ქვეშ გადავიდა. ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “მითანა” და საკონდიტრო საწარმო “ტკბილი ქვეყანა” ადგილობრივ ბაზარზე 2005-2006 წლებში შემოვიდა და წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მენეჯმენტის ქვეშ ვითარდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ამირან ქორთიაშვილია, […]
წელს რეფერენტული ფასები ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე გავრცელდება

მიმდინარე წელს რეფერენტული ფასები ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომლებზეც ფასი გასულ წელს არ შემცირებულა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ეს რეგულაცია უკვე 6 ათასზე მეტ მედიკამენტს შეეხო. რეფორმის მიზანი […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრადა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის დაფინანსებით, გრადა დეველოპმენტი დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ – გრადა პარკის ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს, რაც […]
დავით კირკიტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს

დავით კირკიტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს დაფიქრდით ამაზე და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სიმშვიდეს და ეროვნულ თანხმობას დაამკვიდრებს. „გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც […]
პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხვდა მთივლიშვილის სტატია კონკურსის ფინალში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ მოხვდა „მთის ამბების“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში. საუბარია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაზე. პაპუაშვილის მოსაზრებით, მთივლიშვილის სტატია „ტყუილებით სავსე“ იყო და როცა ასეთი მასალა ევროკავშირის კონკურსის ფინალში ხვდება, მნიშვნელოვანია, რამდენად აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირი. პარლამენტის თავმჯდომარე […]
“დე ლაურენტისი ზაფხულში სატრანსფერო რევოლუციას გეგმავს” – La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აურელიო დე ლაურენტისი დიდ ცვლილებებს გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ ნეაპოლურ კლუბს დიდი ალბათობით, ამირ რაჰმანი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი, ვიქტორ ოსიმენი, ლეო ოსტიგორი და ალექს მერეტი დატოვებენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის ორი ახალწვეულის იესპერ ლინდსტრომისა და იენს კაიუსტეს სათამაშო […]
ანასტასია გოტფრიდმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

ულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.) ასპარეზობს. ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა 111 / 115 / 117 წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება. წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
,, ხან კვდება, ხან არ კვდება, ხან კვდება, ხან არ კვდება, არ ვიცი გვირილაზეა დამოკიდებული, თუ რამე ტალღას უსინჯავენ…” – ოდიშარია სააკაშვილზე

,, ხან კვდება, ხან არ კვდება, ხან კვდება, ხან არ კვდება, არ ვიცი გვირილაზეა დამოკიდებული, თუ რამე ტალღას უსინჯავენ…” – ოდიშარია სააკაშვილზე ,,ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილზე: “არაჟნის ვედროში იჯდა, ორპალატიან პალატაში ზის და დაფოფინებს მთელი საავადმყოფო თავზე. მართლა გეუბნებით, ძალიან ბევრი პატიმრის მშობლის თვალებში შეხედვის მრცხვენია, იმიტომ, რომ გაცილებით უფრო ნაკლებ მძიმე დანაშაულზე […]
,, მერიამ გასული წლის ბიუჯეტიდან 200 მლნ ვერ აითვისა ერთადერთი მიზნით, ეს თანხები წინასაარჩევნოდ გამოიყენონ” – ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა: „იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, როდესაც თბილისელები საათობით დგანან საცობებში, როდესაც აქვთ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, როდესაც აქვთ კეთილმოწყობის პრობლემები, ავარიული კორპუსების პრობლემები, გამწვანების პრობლემები, დასუფთავების პრობლემები, როდესაც უამრავ ადამიანს უარს ეუბნებიან ელემენტარული წამლების ან ოპერაციების დაფინანსებაზე, ამ დროს შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ […]