შალვა პაპუაშვილი – ჩვენ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, რომ ვეღარც კი საუბრობენ არჩევნების დღეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან შეხვედრის დროს საუბარი ჰქონდათ წინასაარჩევნო გარემოზე. მისი თქმით, ასეთი მისიები დააზღვევენ იმას, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რასაც აკეთებდნენ გასულ წლების განმავლობაში. ,,დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემები, რომელიც ყველანაირ საბაბს მოუსპობდა ოპოზიციას, რომ სპეკულაცია მოეხდინა და ხედავთ, […]

გიორგი ვაშაძე – როგორ შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მით უმეტეს, ნავალნის გარდაცვალების შემდეგ – მსოფლიო ლიდერები უყურებენ თუ როგორ ექცევიან მესამე პრეზიდენტს

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მეგობრებო, ეს არაა პარტიული მიკერძოებულობის თემა, ეს არის საკითხი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვაშაძის თქმით, ნავალნის გარდაცვალების შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა, რასაც […]

კობახიძე ბორელს შეხვდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. კობახიძე დღესვე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. პრემიერი ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. არსებული ინფორმაციით, ის […]

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა ზაფხულის ბოლოს დასრულდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, უახლოეს მომავალში დაიწყება […]

შალვა პაპუაშვილი გიორგი სიორიძეზე – ეს არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება ცესკო-ს თავმჯდომარეს რამე დაემართოს, რომ ის გახდეს თავმჯდომარე – გეგმები იხლართებოდა, რომ არჩევნები „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ჩაეტარებინა

ეს არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება ცესკო-ს თავმჯდომარეს რამე დაემართოს, რომ ის გახდეს თავმჯდომარე. რაღაც გეგმები იხლართებოდა იმისთვის, რომ ოქტომბერში არჩევნები „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ჩაეტარებინა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერ მოადგილესთან, გიორგი სიორიძესთან დაკავშირებით განაცხადა. მან ასევე საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ყველანაირი სპეკულაციის საბაბი მოესპო. „ეს არის […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტარების ხელმოწერებზე – არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი გულშემატკივრები ითხოვენ პოლიტიკური დევნის დასრულებას – ვნახავთ პარტნიორების არაერთ მცდელობას, რომ პრეზიდენტმა დაასრულოს პოლიტიკური დევნა

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის ერთ-ერთი ძირითადი წინაღობა იმისა, რომ საქართველოში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები, – ასე შეაფასა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტარები აგროვებენ ხმებს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა წინაღობაა, რომ არჩევნებზე თავისუფალი და კონკურენტული გარემო იყოს. „შესაბამისად, ეს წინაღობა […]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. „როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მისი […]

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელში ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში – საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროანტალნტიკურ სივრცეში

ზოგადად, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირში და ნატო-ს წარმომადგენლობაში ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება. “სწორედ ეს იყო არჩევანი, პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური […]

ირაკლი ქადაგიშვილი – რაც რუსეთში მოხდა, კლასიკური რუსული გამბიტია – „სამაძერჟეცი“ და მისი მოწინააღმდეგე „ბუნტარი“, თვითმპყრობელი და უკომპრომისო დისიდენტი – ძალიან გთხოვთ, ამ სცენარს საქართველოს ნუ მოარგებთ

ის რაც რუსეთში მოხდა, კლასიკური რუსული გამბიტია – „სამაძერჟეცი“ და მისი მოწინააღმდეგე „ბუნტარი“, თვითმპყრობელი და უკომპრომისო დისიდენტი – ძალიან გთხოვთ, ამ სცენარს საქართველოს ნუ მოარგებთ, რადგან არც რუსეთია საქართველო და არც მიხეილ სააკაშვილია უკომპრომისო დისიდენტი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. ქადაგიშვილის აზრით, “ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ ადეპტებს სხვისი […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და რექტორის მოადგილე მეცნიერების დაგში, პროფესორი თამარ ლომინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, სტუმრებს – ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს იონას სურვილას, ლიეტუვის რესპუბლიკის ყოფილ ელჩს […]