ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებელი – უცხოელ გიდებს სახელმწიფო ბიუჯეტთან შეხება არ აქვთ, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტის გვერდით ავლით ძალიან დიდი თანხების ქვეყნიდან გადინება ხდება

საქართველოს გიდების ასოციაცია „საგას“ წევრის და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებლის, ქეთი ბურნაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებს „ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან არ აქვთ, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტის გვერდით ავლით ხდება ძალიან დიდი თანხების ქვეყნიდან გადინება“. მისივე თქმით, უცხოელი გიდები არსად რეგისტრირებულები და დაფიქსირებულები არ არიან. „საქართველოს ბაზარს ნელ-ნელა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები იპყრობენ. მათ არ შეიძლება გიდები ვუწოდოთ, […]

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყარადაღ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს. მათი ცნობით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 21 თებერვლის 08:00-დან 17:00-საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ნასა+“-ისა (სოფელი გამარჯვება) და შპს […]

შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების პირველი შეხვედრა თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორების მონაწილეობით გაიმართა

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა. მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს PABSEC-ის თავჯდომარის მოადგილემ, თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფატიხ დონეზმა, გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ მერვე საფა კავაკჩიმ და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, […]

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით „გრადა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

“საქართველოს ბანკი” სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის დაფინანსებით, გრადა დეველოპმენტი დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ – გრადა პარკის ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. გრადა პარკის ახალი პროექტი 13,000 კვ.მ ფართობზე შენდება. ის ოთხი 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გულისხმობს, რაც […]

მექსიკაში აშშ-ს საზღვართან სროლას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, აშშ-ს საზღვართან, უსაფრთხოების ძალებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ტამაულიპასის შტატის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროები ტეხასის შტატის საზღვრის გასწვრივ, მიგელ ალემანის მუნიციპალიტეტში პატრულირებდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მოქალაქეები დაესხნენ თავს, შემდეგ კი სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. უწყება არ პასუხობს კითხვებს არიან თუ არა დაღუპულებს ან დაშავებულებს შორის სამხედროები. როგორც […]

POLITICO: ევროკომისია ბრიუსელის შტაბ-ბინაზე ანტისადრონო სისტემების მონტაჟს განიხილავს

Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია ბრიუსელში, Berlaymont-ის შტაბ-ბინაზე დრონების საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დაიწყო იმ კომპანიების მოძიება, რომლებიც შენობას შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფენ. როგორც წყაროები Politico-სთან ანონიმურობის პირობით ამბობენ, დრონების საწინააღმდეგო სისტემები უპილოტო საფრენი აპარატების საშუალებით ჯაშუშობისა და ფიზიკური თავდასხმებისგან თავის დასაცავად იქნება გამიზნული. გამოცემა […]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. “ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის […]

რამდენად უსაფრთხო სათამაშოები იყიდება საქართველოში, როგორია ბაზრის კონტროლის შედეგები?

2023 წელს კი, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 170 დასახელების სათამაშოდან 70-ში საფრთხის შემცველი ნივთიერებები აღმოაჩინა. თემაზე, რამდენად უსაფრთხო სათამაშოები იყიდება საქართველოში და როგორია ბაზრის კონტროლის შედეგები, რადიო „კომერსანტის“ ეთერში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე არსებული რეალობის გასარკვევად, 170 დასახელების სათამაშოს შემოწმება საკმარისი არაა. „170 დასახელების სათამაშოს შემოწმება ნამდვილად […]

დარჩა თუ არა მერიას აუთვისებელი 200 მლნ ლარი – კახა კალაძე განმარტებას აკეთებს

თბილისის მერი კახა კალაძე ტყუილს და არასწორ ინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერიამ 2023 წელს 200 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა. როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ნადირაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ის ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ძალიან მარტივადაა ყველაფერი […]

ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ადიგენის სოფელ უდეში ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. ამ დროისთვის გეოლოგების ჯგუფი შესწავლის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება […]