ირაკლი ხელაძე – დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესია დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამისა და პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს

თბილისის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით იზრდება, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, – განაცხადა ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე. როგორც ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხდომაზე როგორც ფინანსურ, ისე ქონებრივ ნაწილში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციის მხრიდან ისმის ბრალდებები, თითქოს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხოლოდ პარტიულ ინტერესებზეა […]
ფინანსთა მინისტრის ანგარიში – 2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ

2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 130 მილიონ ლარზე მეტი, – ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე […]
პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – თქვენ გინდათ მუდმივ შიშსა და ტერორში აცხოვროთ ხალხი და ასეთ რეჟიმებს სამართლიან კონკურენციაში არსებობა არ შეუძლიათ – სულ უბედურებაზე ლაპარაკით არ დაიღალეთ?!

ვუსმენდი ახლა უმრავლესობის წარმომადგენლებს და არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ – ხომ შეიძლება რომელიმე სპიკერმა თავის გაკეთებულ საქმეზე ისაუბროს და მუდმივად არ ილაპარაკოს წარსულზე სიძულვილის ენით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, რომ წარსულზე სიძულვილის ენით ლაპარაკი […]
პაატა მანჯგალაძე – რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილია – თქვენ ადგილას არხეინად არ ვიქნებოდი და ვიფიქრებდი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა ზომები ყოფილიყო მიღებული

რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაზრდილია, ეს არ არის ციდან მოტანილი, პუტინს გრძელი ხელები აქვს და ყველგან სწვდება, თქვენ ადგილას არხეინად არ ვიქნებოდი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. პაატა მანჯგალაძე ნავალნის გარდაცვალების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკები გაზრდილია. „რაც შეეხება ნავალნისთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოა შეთანხმებული, რომ […]
ფინანსთა მინისტრის ანგარიში – 2023 წელს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში 2872 საჩივარი შევიდა, ჩატარებულია 73 სხდომა, განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ

2023 წელს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში 2872 საჩივარი შევიდა, ჩატარებულია 73 სხდომა, განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში 21 თებერვალს უნდა წარდგეს. ანგარიშის თანახმად, შემცისრებულია საჩივრის განხილვის ვადები. „მნიშვნელოვანია, […]
,, ბოლო დღეებია ერთ ქალზე ფიქრი და დარდი მიხეთქავს გულს” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,თითქოს ჩემი სადარდებელი არ მყოფნიდეს … ბოლო დღეებია ერთ ქალზე ფიქრი და დარდი მიხეთქავს გულს. ჯერ უმძიმესი შხამით მოუწამლეს შვილი, შემდეგ უმძიმესი რეჟიმის კოლონიაში გამოუმწყვდიეს ვაჟი, სადაც ის 27-ჯერ გადაიყვანეს სადამსჯელო იზოლატორში ( 5 კვადრატულმეტრიანი ბეტონის კოლოფი, სადაც ლოგინი მხოლოდ ღამით იშლება. პატიმარს არც გათბობა ჰქონდა და […]
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. […]
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. დღეს დილით, პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს. აქციებზე პოლონელი ფერმერები თავიანთი ტექნიკით მივიდნენ და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ერთად გზებიც გადაკეტეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „მედიკა-შეგინის“ საგუშაგოზე პოლონელმა ფერმერებმა რკინიგზა გადაკეტეს და სატვირთო მატარებლიდან მარცვლეული ლიანდაგებზე გადმოყარეს. […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი განვითარება არქიტექტურასა და დიზაინში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, სტუ-ის პარტნიორი კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა, პროფესორებმა ფაბიან სტორჩმა, არნე კუნსტლერმა და კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის რექტორმა გახსნა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონფერენციის მონაწილეებს […]
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „გრადა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს – ბანკის დაფინანსებით, „გრადა დეველოპმენტი“ დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ – „გრადა პარკის“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 25 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „გრადა პარკის“ ახალი პროექტი 13,000 […]