სურსათის და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12%-ია

2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში 624 შეუსაბამობა გამოვლინდა და დარღვევების მაჩვენებელმა 12% შეადგინა. სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, 2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო. „კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მაჩვენებელზე. დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა […]
ჩინეთში მანქანას თოვლის ჩამოფერთხვა ასწავლეს

ჩინურმა ავტომობილების მწარმოებელმა Nio-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი ახალი ET9 ელექტრო სედანი დამოუკიდებლად იშორებს თოვლს. რაც ინტელექტუალური ვიბრაციული შასის სისტემის გამოყენებითაა შესაძლებელი. ამ სისტემის წყალობით მანქანას შეუძლია იმოძრაოს და ამ მოძრაობით თოვლი ჩამოიფერთხოს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ მანქანის დაძვრამდე, არამედ მოძრაობის დროსაც.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ დღეს განაცხადა. „სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი […]
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ

დღეიდან, სილქნეტის მაღაზიებში (თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანი#1; ცინცაძის#2; ყაზბეგის#14) შესაძლებელია National Geographic-ის ახალი ნომრები სპეციალურ ფასად -7ლარად – შეიძინოს დაინტერესებულმა მკითხველმა. National Geographic – მსოფლიოს ნომერ პირველი შემეცნებით-საგანმანათლებლო ჟურნალი და მეცნიერებისა და ფოტოგრაფიის პლატფორმაა. ჟურნალი 35 ქვეყანაში გამოიცემა, საქართველო ამ დიდი სამეცნიერო პლატფორმის წევრია. ჟურნალის ქართული რედაქცია 2012 წელს სილქნეტის თანადგომით დაფუძნდა და დაარსების დღიდან […]
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსს ომი არ სჭირდება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანა ომისთვის მზად უნდა იყოს. „ბელარუსს ომი არ სჭირდება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის როგორც მენტალურად, ასევე სტრატეგიულად“, – განაცხადა ლუკაშენკომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სამთავრობო ორგანოების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ილუზიები გლობალური კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობის შესახებ უნდა უკუაგდონ, რადგან კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება არის ის, რომ „ვინც მათთან არ […]
საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ზურაბ აბაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „სადიზმის მაგალითი“ უწოდა. „სადიზმი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ეს დადასტურებული ფაქტია. სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდით. იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოთ, მოინანიოთ, თქვათ, რომ მძიმე წარსულია და როგორღაც ვეცდებით, რომ ეს გამოვასწოროთ, იქით […]
ფინანსთა მინისტრის ანგარიში – 2023 წელს, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 890 მლნ ლარი – აკრძალულ პირთა სიაშია 1 487 861, დამოკიდებულ პირთა სიაში კი 12 864 ადამიანი

2023 წელს, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 890 მლნ. ლარი, – ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, 21 თებერვალს უნდა წარდგეს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 487 861 პირი. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მიზნით, […]
ფინანსთა სამინისტრო – სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნების 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის თაობაზე უარის თქმის 1050-ზე მეტი გადაწყვეტილება ფიქსირდება

სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებულია უარის თქმის 1795 შემთხვევა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის მომართვისას უარის თქმის 1050-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, – აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის ანგარიშშია აღნიშნულია, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, ხვალ კი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს წარუდგენს. როგორც […]
ფინანსთა მინისტრის ანგარიში – ფინანსთა სამინისტრომ ვალის მართვის სტრატეგია 2024-2027 წლებისათვის განაახლა, რომელიც საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა

ფინანსთა სამინისტრომ ვალის მართვის სტრატეგია 2024-2027 წლებისათვის განაახლა, რომელიც საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა,- ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში 21 თებერვალს უნდა წარდგეს. ფინანსთა მინისტრის ანგარიშის მიხედვით, რომ არა დოლარიზაციის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი, ვალი არ გაცდებოდა ფისკალური წესით განსაზღვრულ ლიმიტს. სწორედ ამიტომ, უწყების […]
ლევან ჟორჟოლიანი – როცა ქვეყანაში ნორმალური სიტუაციაა, ბიუჯეტი იზრდება და ეს დადებითი მოვლენაა

„მთავარი ტყუილი, რომელსაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, არის ის, თითქოს მერია სპეციალურად არ ითვისებს ბიუჯეტს, რათა ეს თანხა შემდგომ არჩევნებში დახარჯოს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ოპონენტების განცხადებებს. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით იზრდება, აქედან ნაწილი გაზრდილი, ანუ […]