2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა – ირაკლი კობახიძე

2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მზად იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს საქართველოს ამბიციური გეგმაა. „ერთი რამის თქმა შეგვიძლია: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. და 2030 წელს – ეს წელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელის მიერ იქნა დასახელებული […]

ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი – მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ჩინეთის “შანდუნ ტაიშანმა” სახლში იაპონიის “კავასაკი ფრონტალესთან” 2:3 დამარცხების შემდეგ, გასვლაზე საპასუხო შეხვედრაში 4:2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. 1/4-ფინალში “შანდუნ ტაიშანი” “ბანგკოკ იუნაიტედსა” და “იოკოჰამა მარინოსს” შორის გამარჯვებულს მარტში შეხვდება. ყაზაიშვილი “შანდუნ ტაიშანში” “ულსან ჰიუნდაიდან” 14 იანვარს გადავიდა.

კობახიძის და ბორელის პასუხები „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებულ კითხვებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინისადმი საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია. ამის შესახებ მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ასე კობახიძეს ჰკითხეს, არის თუ არა საქართველო მზად რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკა გაიზიაროს, მათ შორის სანქციების დაწესების კუთხით. „სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება იყო […]

„ქართველ მეგობრებს ვთხოვთ, დააჩქარონ სასამართლო რეფორმის ტემპი“ – ოლივერ ვარჰეი

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს რეფორმის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა შესამჩნევია და ამიტომ დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ევროგაერთიანებაში გაწევრიანებისთვის საჭირო 9 ნაბიჯი განიხილეს. „ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების […]

წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა 5.6%, ინფლაცია 4.1%, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%, 1 დოლარი კი 2.75 ლარი იქნება – „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

2024 წელს, საბაზო სცენარით ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები – ეკონომიკის ზრდა, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთები და ლარის გაცვლითი კურსი – ბოლო წლების მნიშვნელოვანი მერყეობების შემდეგ, უფრო ნორმალიზდება. ამის შესახებ, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ არის ნათქვამი. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა 5.6%, ინფლაცია 4.1%, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%, 1 […]

ანა ფრანკის მამის, ოტო ჰ. ფრანკის წერილი მედეა ჯაფარიძეს-დღეს მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა

„ძვირფასო ქალბატონო ჯაფარიძე, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამაკვირვა და და გამახარა თქვენმა წერილმა! რამდენიმე დღეში საჩუქრად მივიღე წიგნი, რომელშიც თქვენ მიერ შესრულებული ანას როლის რამდენიმე ფოტოა დაბეჭდილი. ამ ფოტოებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა… ახლა ვიცი, როგორი ხართ გარეგნულად და როგორი შინაგანი სამყარო გაქვთ. თქვენმა დიდმა ხელოვნებამ ტელევიზიითაც კი აღაფრთოვანა მაყურებელი… წარმომიდგენია, როგორ მოქმედებს თქვენი თამაში თეატრში, სცენიდან, […]

ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ

ჩვენ საერთო ფასეულობებზე და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში იმიტომ, რომ ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ. ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი ვნახოთ ამ მიმართულებით გადადგმული. წელს მნიშვნელოვანი ტესტი […]

ირაკლი კობახიძე – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობის დაცვის პრინციპით – მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში და რეგიონში

[რუსეთ-საქართველოს] კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, […]

ჯოზეფ ბორელი – თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული – მოვუწოდებ მთავრობას, იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ

თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. […]

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო მსჯელობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დამამძიმებელ გარემოებაში 24 წლის მამაკაცის ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ჯემალ-ბაჩო სირაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო სხდომას მოსამართლე თეონა ვაიტაშვილი უძღვება. პირს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე აქვს წარდგენილი. მკვლელობა, სავარაუდოდ, მანამდე არსებული უთანხმოების საფუძველზე მოხდა. იმავე საქმეზე, ასევე, დაკავებულია მეორე პირი გამოძიებისთვის ცრუ […]