,, 2023 წლის აპრილამდე აწ განსვენებული ნავალნი არც აპირებდა ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდას” – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი: ,,სანამ სააკაშვილის გადარჩენის ფასიან პროგრამაში არ ჩასვეს – 2023 წლის აპრილამდე აწ განსვენებული ნავალნი არც აპირებდა ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდას. 15 წელი თვლიდა რომ რუსეთის რაკეტებს грызун-ები უნდა გაენადგურებინა, იმავე სააკაშვილის “თამადობით”, რომლის გადარჩენის კამპანიაშიც ჩაერთო 2023 წელს. იმედია მისი ოჯახი ჩალაძე/ალასანიას წყვილის მიმართ განაწყენებული არ დარჩენილა. მოკლედ, მიცვალებულზე ან […]
პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორ ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. „დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, […]
შალვა პაპუაშვილი – ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 10% კანონად იქცა – რა პარლამენტებიც მე ვიცი, იქ ასეთი მონაცემები არ იქნება!

ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 10% კანონად იქცა – რა პარლამენტებიც მე ვიცი, იქ ასეთი მონაცემები არ იქნება! – ასე უპასუხა სპიკერატიდან ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რეზოლუციის პროექტის განხილვისას, რომელშიც ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ბიუროს მიერ საკითხების განხილვის გადავადება კომიტეტების ინიციატივით ხდება. „კანონპროექტები ასე […]
მამუკა მდინარაძე – როდესაც სააკაშვილის შედარებას ბედავენ, ამაზე უფრო დიდი ამორალურობა არ არსებობს – ეს სპექტაკლი დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის შორის პარალელის გავლება ამორალურია. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ნავალნი სააკაშვილის შედარება გამოიწვია ზურაბიშვილის „უნებართვო ვიზიტმა“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. „უფრო ბინძური რამე არ შეიძლება არსებობდეს, ვიდრე პარალელის გავლება ნავალნისთან. მაგალითისთვის, საილუსტრაციოდ შეგიძლიათ ნახოთ როგორ საკანში იყო […]
პარლამენტმა ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძისთვის და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი სხდომაზე განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გაიტანა. მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მათ მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დადგა. […]
ჯოზეფ ბორელი – როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში – ეს ცხადყოფს, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია

როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა − ჯოზეფ ბორელმა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯოზეფ […]
მედია: ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგზე რუსეთში ხელახალი ძებნა არ გამოცხადებულა

განახლება: რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) ალექსეი ნავალნის ძმაზე, ოლეგ ნავალნიზე ძებნა ხელახლა არ გამოუცხადებია. თავდაპირველად, რუსეთის სამთავრობო მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ოლეგ ნავალნიზე ძებნა ხელახლა გამოცხადდა. პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერდა, რომ ოლეგს ახალ საქმესთან დაკავშირებით ეძებენ, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ სისხლის სამართლის რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან. როგორც გამოცემა Медиазона აზუსტებს, ოლეგ ნავალნის სახელი ძებნილთა სიაში […]
ბორელი: გვინდა, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ

ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკრაინის მთავრობის წევრებისგან“ იყო მოწოდებები საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რასაც სამწუხარო უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. „სამწუხაროდ, არაერთი განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა, – ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი… რაც ძალიან სამწუხარო […]
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კამერონი, ფოლკლენდის კუნძულების დაცვის პირობას დებს

ორშაბათს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა პირობა დადო, რომ დაეხმარება ფოლკლენდის კუნძულების დაცვას, თუ მათ სურთ ბრიტანეთის კონტროლქვეშ დარჩენა, მიუხედავად არგენტინის ახალი ლიდერის მცდელობისა, მათი სუვერენიტეტის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. არგენტინას სურდა განეახლებინა მოლაპარაკებები ფოლკლენდის კუნძულების შესახებ. 1982 წელს, ამ კუნძულების გამო, ბრიტანეთმა და არგენტინამ იომა, მაგრამ ბრიტანეთი აცხადებს, რომ სანამ კუნძულელებს სურთ ბრიტანეთში დარჩნენ, […]
ნავალნის დედა შვილის ცხედრის გადაცემას ითხოვს

ალექსეი ნავალნის დედა, ვლადიმირ პუტინისგან მისი შვილის ცხედრის გადაცემას ითხოვს. არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონია “პოლარული მგლის” განცხადებით, 47 წლის ოპოზიციონერი პარასკევს, სეირნობის შემდეგ უეცრად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. რუსული ოპოზიციის ლიდერს 30 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ციხის წინ გადაღებულ ვიდეო-მიმართვაში ნავალნის დედა ამბობს, რომ მან იმის გარკვევაც ვერ შეძლო თუ სადაა ახლა მისი შვილის […]