ოლივერ ვარჰეი – დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად – ჩვენი შეხვედრის მიზანია, საქართველო ევროკავშირში შევიყვანოთ

კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა […]

ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტები მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი” განაგრძობს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 4-დღიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი ამჯერად 30-მდე სკოლის 40-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს. მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ. „ახალგაზრდა თაობამ […]

პარლამენტში საგრანტო აქტივობის: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა” დახურვის ღონისძიება გაიმართა

პარლამენტში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა” დახურვის ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „საქართველოს პარლამენტში საჯარო -კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელობისთვის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ბიზნესთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად […]

ნათია მოდებაძე საკრებულოს ოპოზიციას – თქვენს დროს ქალაქის მერი ბიუჯეტის ნაშთს სახლში წაიღებდა, როგორც სჩვეოდა – „ქართული ოცნება“ არ დაიშლება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრი ნათია მოდებაძე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებას გამოეხმაურა­ და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი უამრავ ნაწილში იზრდება, რასაც ოპოზიციონერები მხარს არ უჭერენ. ნათია მოდებაძის განცხადებით, საკრებულოზე ოპონენტების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი კითხვები ისმება. „განსაკუთრებულად უცნაურ გამოსვლებს ვისმენ დღეს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან და მინდა რამდენიმე შეკითხვა დავსვა დღევანდელ ბიუჯეტთან დაკავშირებით: ხან იმას გვსაყვედურობენ, რატომ ვერ ასაქმებთ […]

პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს” ვეტოს დაადებს – ადმინისტრაცია

პრეზიდნტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს: ,,დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან. ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და […]

მართალია თუ არა, რომ ბრინჯში მოთავსება სველ ტელეფონს აშრობს?

ალბათ, თქვენც გაგიგიათ, რომ ტელეფონის დასველებისას იგი გასაშრობად ბრინჯში უნდა მოათავსოთ. ამას ინტერნეტში არაერთი წყარო გირჩევთ, თუმცა მეთოდის ეფექტიანობა საკმაოდ სადავო საკითხია. ამას Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის დოკუმენტებიც ადასტურებს. აიფონის მწარმოებელი კომპანია მომხმარებლებს მკაფიოდ მოუწოდებს, რომ სველი მობილური ბრინჯში არ მოათავსონ. აღნიშნული დოკუმენტები იმას ეხება, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც აიფონზე სისველესთან დაკავშირებული გაფრთხილება ჩნდება, ანუ […]

პოლონელი ფერმერები უკრაინულ პროდუქტებს ქვეყანაში არ უშვებენ, მათ საზღვრები გადაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკეტეს და უკრაინულ პროდუქტებს ქვეყანაში არ უშვებენ. პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვრიდან მომავალი 100-მდე გზა გადაკეტეს და გზებზე მარცვლეული დაყარეს. პოლონელი ფერმერები ამტკიცებენ, რომ უკრაინელ მომწოდებლებთან არასამართლიან კონკურენციაში არიან, რადგან სოფლის მეურნეობების პროდუქტები ბევრად უფრო დაბალ ფასად შეაქვთ პოლონეთში. აქციის მონაწილე ფერმერები ტრაქტორებით ასევე დაიძრნენ გდანსკის, კრაკოვის და სხვა დიდი ქალაქების მიმართულებით.

ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში – ოლივერ ვარჰეი

კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვის წინ, უკვე აჩვენებს სარგებელს, რაც მოაქვს ამ სტატუსს და დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა […]

მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში და რეგიონში – ირაკლი კობახიძე

კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო მნიშვნელოვანი და სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდეგ. პანდემიის შემდეგ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდა ძალიან დიდი წინსვლა და ეს […]

„თეგეტას“ ახალი, მულტიფუნქციური სერვისცენტრი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს – სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლებს

უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი თებერვლიდან გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. სერვისით სარგებლობა 09:30-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო 18:30 დან 21:00 საათის პერიოდში მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდება – ნებისმიერ მომსახურებასა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. დღის განმავლობაში კი სავალი ნაწილის შემოწმება უფასოდაა შესაძლებელი. „მომხმარებლისთვის ავტომობილის მოვლის გამარტივება ჩვენი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მანქანის მფლობელებს […]