ირაკლი კობახიძე – ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება

ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხმის მიცემა, ხმების დათვლა და რეგისტრაცია ელექტრონული წესით განხორციელდება, რაც, მისივე შეფასებით, ყველანაირ სივრცეს სპობს მანიპულაციებისთვის. „რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. იცით, […]

ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში გამართული შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი

ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. მათ შორის 9 პრიორიტეტის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა თემაზე იყო ძალიან მეგობრული და პროდუქტიული საუბარი. „გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები. მათ შორის, ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან. იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. […]

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ბაჩო სირაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 15 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება. როგორც საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. პროკურორი ვარაუდობს, რომ საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება. „სასამართლოს სხდომაზე განვიხილეთ აღკვეთის ღონისძიების საკითხი და სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა […]

უკრაინას პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს – სანქციებს არ ვიღებთ და ამაზეც ძლიერი არგუმენტები გვაქვს – ირაკლი კობახიძე

უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს – პოლიტიკურად მყარად ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელი ჟურნალისტის „მეორე ფრონტთან” დაკავშირებით კითხვაზე პასუხად განაცხადა. „სამწუხაროდ, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება იყო, რომლებიც უკრაინის მთავრობამ და ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. ესენი უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მრჩევლები იყვნენ, რაც საკმაოდ სამწუხაროა. […]

„საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გაგრძელდება და მასთან გასამკლავებლად, გამოსავალი დაბალშემოსავლიანი მეზობელი ქვეყნების პოტენციალის ათვისებაა“

მოსახლეობის დაბერების, კადრების გადინებისა და დაბალი შობადობის გამო, საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი გრძელვადიანი გამოწვევაა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამუშაო ძალა ქვეყანაში, საშუალოდ, 0.2%-ით შემცირდა, საშუალო ხელფასი კი 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ არის ნათქვამი. საშუალო ხელფასი ყველაზე საგრძნობლად რამდენიმე სექტორში გაიზარდა: · ინფორმაცია და კომუნიკაცია: […]

მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა

გულის შეტევით 63 წლის ასაკში გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ანდრეას ბრემე გარდაიცვალა. ბრემემ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო – ფინალში მის მიერ 85-ე წუთზე გატანილი პენალტით გერმანიამ არგენტინას 1:0 სძლია. ის აგრეთვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პირველობის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი იყო.

ოლივერ ვარჰეი – ყველამ ვიცით, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია – ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რათა საბჭოს საქართველოს ევროპულ როუმინგში სწრაფად ჩართვა მოხდეს

ყველამ ვიცით, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეხვედრაზე, პირველი ორი სფერო აღვნიშნე, სადაც საქართველოს ღია შესაძლებლობები აქვს და პროგრესს უკვე მივაღწიეთ. ეს როუმინგი და ევროპის პირველი ანგარიშსწორების მექანიზმებია. როუმინგი ის სფეროა, სადაც დავინახეთ, თუ რამდენად სწრაფად […]

ესტონეთში, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს

ესტონეთში რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ. „ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსული სპეცსამსახურების ჰიბრიდული ოპერაცია თავის ტერიტორიაზე. ვიცით, რომ კრემლი თავის ძალისხმევებს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების წინააღმდეგ მიმართავს. ჩვენი პასუხია: ვიყოთ ღია და გამოვამჟღავნოთ მათი მეთოდები. ეს არის საშუალება, […]

ISFED – ცესკოს დაკომპლექტების ახლად მიღებული წესი ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს კვლავ არ პასუხობს

ცესკოს დაკომპლექტების ახლად მიღებული წესი კვლავ არ პასუხობს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, – ამის შესახებ განცხადებას “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”(ISFED) ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესს ხელს არ უწყობს. „2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ვერ […]

მამუკა მდინარაძე – არანაირ ირიბ თუ პირდაპირ გადახვევას, საქართველოს კონსტიტუციიდან, ევროპული პრაქტიკიდან, აღარ ვაპირებთ – 19 აპრილის შეთანხმება იყო ერთი პრეცედენტი, როდესაც ეს გადახვევა დავუშვით

დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ამას არაერთგზის იმეორებდა ხოლმე და დღესაც იმავეს იმეორებს და ჩვენ ბუნებრივია, ამ პოლიტიკის მომხრე ვართ: არანაირ გადახვევას, ირიბს თუ პირდაპირს, საქართველოს კონსტიტუციიდან, ევროპული პრაქტიკიდან, იქიდან, რაც არის სწორი და იმავდროულად გამოდის ეროვნული ინტერესებიდან – აღარ ვაპირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 19 აპრილის შეთანხმების შესახებ საუბრისას […]