სასამართლომ უარყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტის შუამდგომლობა შინაპატიმრობის შესახებ

რუსეთის თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 20 თებერვალს დაადგინა, რომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშოვა, რომელიც უკვე მეოთხე თვეა რუსეთში პატიმრობაშია ბრალდებით, რომელსაც მისი დამსაქმებელი და მომხრეები უარყოფენ, დარჩება წინასწარ პატიმრობაში. კურმაშოვას ადვოკატებმა მოითხოვეს ჟურნალისტის შინაპატიმრობაში გადაყვანა სხვათა შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც. მოსამართლე ოლგა მიგუნოვამ უარყო შუამავლობა, მაგრამ წინასწარი პატიმრობის ვადა შეამცირა ერთი დღით, […]

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ – ევროკომისარი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ როუმინგის სფეროში საქართველოს მთავრობამ სწრაფად გადადგა ნაბიჯები და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ. ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებამ უკვე ხელშესახები შედეგები მოიტანა, რის მაგალითადაც დაასახელა პროგრესი როუმინგის საკითხში. „როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, […]

ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს საარჩევნო კოდექსში შეტანილ სადავო ცვლილებებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს. „დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან. ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო […]

პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევლო კოდექსში ცვლილებების შესახებ. ადმინისტრაცია წერს, რომ მიღებული ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციებთან. “ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული. […]

მაკრონის გუნდის წევრი ევროპელ ლიდერებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი, ნატალი ლუაზო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. წერილს მთავარი არხი აქვეყნებს. ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი ევროპელ ლიდერებს სთხოვს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის ფონზე, მეტი ყურადღება მიაქციონ ციხეში მყოფი პოლიტიკური ოპონენტების ბედს მსოფლიოში […]

„თეგეტას“ ახალი, მულტიფუნქციური სერვისცენტრი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს – სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლებს

უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი თებერვლიდან გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. სერვისით სარგებლობა 09:30-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო 18:30-დან 21:00 საათის პერიოდში მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდება – ნებისმიერ მომსახურებასა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. დღის განმავლობაში კი სავალი ნაწილის შემოწმება უფასოდაა შესაძლებელი. ნიკა მაღრაძე, ფილიალის დირექტორი: „მომხმარებლისთვის ავტომობილის მოვლის გამარტივება ჩვენი პრიორიტეტია. სწორედ […]

თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი ასევე უნდა იყოს მზად მიიღოს საქართველო – ოლივერ ვარჰეი

თუ საქართველო მზად იქნება 2030 წლისთვის, რომ შეასრულოს ყველა პირობა, ვფიქრობ, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს საქართველო მის რიგებში ამ პერიოდისთვის, რადგან, ვფიქრობ, ეს ორმხრივი გზაა, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მკაფიოა, ის პირობები, რომელთა […]

Agrovision მოცვის ფართომასშტაბიან მეურნეობას იუნანში დანერგავს

east-fruit-ის გავრცელებული ინფორმაციით, მოცვის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Agrovision მოცვის ფართომასშტაბიან მეურნეობას იუნანში (ჩინეთი) დანერგავს. გამოცემის ცნობით, Agrovision, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მწარმოებელი და პრემიუმ ხარისხის ხილის მომწოდებელია, მთელი წლის მანძილზე. Agrovision-მა დღეს განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას მიდუს ოლქის Longhua Residents’ კომიტეტთან, მასშტაბური სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების დანერგვის შესახებ. პირველ ეტაპზე, ხელშეკრულება 33ჰა-ზე გაფორმდა, საერთო ჯამში […]

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტოს დაადებს. პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ცვლილებები წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან. მისი თქმით, მიღებული ცვლილებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი სრულიად ფიქტიური გახდა. “დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო […]

ნავალნის საქმე – საფრანგეთმა და გერმანიამ განმარტებებისთვის რუსეთის ელჩები დაიბარეს

ალექსეი ნავალნის, რუსი ოპოზიციონერისა და პუტინის მთავარი კრიტიკოსის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთის ელჩები განმარტებებისთვის გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სავარაუდოდ, ოფიციალურ ბერლინს და პარიზს აინტერესებს რა გარემოებებში გარდაიცვალა ნავალნი და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ დრომდე ორივე კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია. ნავალნი რუსულ კოლონიაში, კრემლის ოფიციალური ინფორმაციით […]