კალცონამ პირველი ვარჯიში ჩაატარა – Sky Sport-ი “ბარსელონასთან” “ნაპოლის” სასტარტო შემდგენლობას გვამცნობს

“ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თავის თანაშემწეებთან ერთად მივიდა და კითხვაზე, იმუშავებს თუ არა მასთან გუნდის ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი, მოკლე პასუხი გასცა – ვნახოთ. 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში “ნაპოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კალცონამ გუნდი ავარჯიშა. ვიქტორ ოსიმენი სრულად დაიტვირთა და დიდი ალბათობით სასტარტოში იქნება. სირილ ნგონჟი […]
თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ. ჩინეთს ბრალად ედება სინძიანის პროვინციაში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სპეციალურ “საგანმანათლებლო” ბანაკებსა და ციხეებში მოთავსება, სადაც მათი უფლებები უხეშად ირღვეოდა. […]
რომელი ფეხბურთელები არიან adidas-ის სახეები და ვინ არის მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული

გერმანულმა სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა „adidas“ ხუთ ფეხბურთელთან გააფორმა ხელშეკრულება. მსგავსი რამ გავრცელებული პრაქტიკაა. ცნობილი სპორტული ბრენდები ფეხბურთის სუპერვარსკვლავებთან აფორმებენ მსგავს კონტრაქტებს. ხვიჩა კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც adidas-თან ითანამშრომლებს. გთავაზობთ adidas-ის სახეების საბაზრო ღირებულებებს, წლების მიხედვით: ლიონელ მესი „Transfermarket.com“-ის მონაცემებით, 20.12.2004 წელს (FC Barcelona B) მესის საბაზრო ღირებულება €3 მილიონს შეადგენდა, 18.12.2023 წლის მონაცემებით კი […]
მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იონას სურვილას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. „განხილვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების პროცესი. მაკა ბოჭორიშვილმა […]
პრემიერი – ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან – გაგრძელდება აქტიურად მუშაობა, რათა შესრულდეს ყველა პრიორიტეტი, რომ საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები გაიხსნას

ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განიხილეს სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან. „ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო […]
X: იულია ნავალნაიას ანგარიში შეცდომით დაიბლოკა, რის აღმოჩენისთანავეც ის აღვადგინეთ

სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი Twitter-ი) იულია ნავალნაიას ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული ანგარიში პლატფორმის თავდაცვის მექანიზმმა ავტომატურად შეცდომით დაბლოკა. “მანიპულაციისა და სპამის წინააღმდეგ ჩვენი პლატფორმის თავდაცვის მექანიზმმა შეცდომით ჩათვალა, რომ იულია ნავალნაიას ანგარიში ჩვენს წესებს არღვევდა. ანგარიში ხარვეზის აღმოჩენისთანავე აღვადგინეთ და თავდაცვის სისტემას გავაახლებთ”. – წერს პლატფორმა X-ის დაცულობის ანგარიში. გარდაცვლილი […]
24 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისში 24 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა – ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპრესნიუსი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, საქმის პროკურორი ვარაუდობს, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება. 19 თებერვალს, 24 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს მეგობართან შელაპარაკება მოუვიდა, მოგვიანებით, მას ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე […]
ის ფაქტი, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის პირველ უცხოურ ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, მარტივად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ მიზანს ევროპული ინტეგრაციისკენ

ის ფაქტი, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის პირველ უცხოურ ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, მარტივად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ მიზანს ევროპული ინტეგრაციისკენ ის ფაქტი, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის პირველ უცხოურ ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, მარტივად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ მიზანს ევროპული ინტეგრაციისკენ. რასაც ასევე აძლიერებს, ის განცხადებები რომელიც ბატონმა კობახიძემ გაახმოვანა, – წერს ექსპერტი ლევან […]
24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მთაწმინდაზე, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე სირაძისთვის აღკვეთის სახით, ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატი კი მისი 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე […]
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, არამედ, საუბარი იყო კონკრეტულ პროექტებზე. „როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი არა მხოლოდ ზოგადად, თანამშრომლობის […]