გავრცელებული ცნობებით, რუსეთში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს მამუკა გაწერელიას, რომელიც „აზოვსტალის” დასაცავად იბრძოდა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას მიმართ რუსეთში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ცნობები 20 თებერვალს „ტელეგრამ”-არხებით გავრცელდა. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის” დასაცავად იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას, „აზოვსტალის” დატოვების შესახებ. „ტელეგრამ”-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამუკა გაწერელიას […]

„DRG მოდელი, დღესდღეობით, ჰიბრიდულია“ – რას ითხოვს ჯანდაცვის ბიზნესი?

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნინა კობახიძის შეფასებით, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელი (DRG) დღესდღეობით, ჰიბრიდულია და სამედიცინო სექტორი მისი დახვეწის მოლოდინშია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რეფორმის პრაქტიკაში ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე გამოვლენილ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. რა არის DRG დაფინანსების მოდელი? – თუ 2023 წლამდე, […]

,, კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში” – ხიდაშელი კობახიძეზე

,, კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში” – ხიდაშელი კობახიძეზე „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა: ,,ვფიქრობ, ის, რომ კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში წავიდა, ეს უკვე ძალიან კარგი და დასაფასებელია. ისიც კარგია, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე ისე არ იქცეოდა, როგორც თბილისში ბოლო ორი წლის განმავლობაში. მან, ასევე, მოისმინა, რაც […]

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მნიშვნელოვან პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი პარასკევს იქნება გამოცხადებული. სანქციები პასუხად მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, რომლის დასაწყისიდანაც შაბათს 2 წელი იქნება გასული, და ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. […]

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან, იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკომისარი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ჩასართავად გადადგმულ ნაბიჯებს. „მან პრემიერ-მინისტრს გადასცა ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი, რაც მოიცავს […]

ოლივერ ვარჰეი – ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად იქცევა. „შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA). ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად“, – აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.

უსაფუძვლოა ცესკო-ში გავლენების გაძლიერებაზე აპელირება – კალანდარიშვილი საარჩევნო კოდექსზე

ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარაშვილის თქმით, უსაფუძვლოა იმ მოლოდინების შექმნა, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებებით ცესკო დაქვემდებარებული იქნება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. “ამ განცხადებებში და სხვადასხვა ჩართული მხარის შეფასებებში გარკვეულწილად იკითხება ისეთი შეფასებები, შეიძლება ითქვას – მადისკრედიტირებელი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მისი რეპუტაციის, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება განვიხილოთ გარკვეული არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნის მცდელობად ინსტიტუციასთან […]

ხავი: კვარაცხელია აბსოლუტური დონისაა, უნდა ვუფრთხილდეთ

21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში “ნაპოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კატალონიური გუნდის მწვრთნელმა ხავიმ ისაუბრა: “მეოთხედფინალში გასვლა გვინდა. ხვალ უნდა ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია და რაზეც ვიმუშავეთ. “ნაპოლის” მწვრთნელის შეცვლით გაკვირვებული ვარ. კალცონა გუნდს იცნობს და იცის, როგორ მოამზადოს. მოწინააღმდეგეს ვაფასებთ, რადგან იტალიის ჩემპიონია. ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეცვლის გუნდს. […]

“მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან” – მამუკა მდინარაძის განცადება

“მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან” – მამუკა მდინარაძის განცადება “ჩვენ შევძელით ამ წლების განმავლობაში მიუხედავად კრიტიკისა, შიდა ბრძოლისა, გარედან მანიპულაციებისა, საბოლოო ჯამში შევძელით, რომ ასე ახლოს ვყოფილიყავით ევროპულ სტრუქტურებთან და იმ მიზანთან, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო მათ შორის სავსე მესიჯებით, სხვა […]

იოზვიაკი: სიიარტოს თქმით, უნგრეთის თავმჯდომარეობისას საქართველოსთან მოლაპარაკებას გახსნიან

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელ ასოცირებულ საბჭოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ EU-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებებს გახსნიან. უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2024 წლის ივლისში გახდება და დეკემბრამდე იქნება. იოზვიაკის თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრაზე თქვა, რომ ივლისიდან-დეკემბრის პერიოდში წამოაყენებენ IGC-ის […]