კირილე თვაური ქაისერში მეოთხედფინალს იმსაჯებს

საკმაოდ საპასუხისმგებლო მატჩის მსაჯობა მოუწევს ქართველ არბიტრს, კირილე თვაურს. ფიბა-ს ლიცენზიის მქონე ერთ-ერთი ქართველი მსაჯი ქალთა ევროპის თასის პლეი ოფის მატჩზე გააწესეს. ფიბა-ს მორიგი დანიშვნების მიხედვით, კირილე თვაური თურქეთის ქალაქ ქაისერში 22 თებერვალს დანიშნულ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე იმუშავებს, რომელშიც “ქაისერი” დიდ ბრიტანულ “ლონდონ ლაიონზს” უმასპინძლებს. კირილე თვაური (მსაჯი) 22 თებერვალი. ქალთა ევროპის თასის მეოთხედფინალი. ქაისერი (თურქეთი) […]

ჩავი: კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, ხვალ ყურადღება უნდა მივაქციოთ

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა და ნიდერლანდერლმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრეს. ჩავის თქმით, “ოსიმენი და კვარაცხელია მაღალი დონის ფეხბურთელები არიან”. “კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ჩვენ დაგვჭირდება, რომ ყურადღება მივაქციოთ. აუცილებელია, თავი კარგად დავიცვათ. რთულია კვარაცხელიას, ოსიმენისა და პოლიტანოს შეჩერება”. – თქვა ესპანური კლუბის მწვრთნელმა. ქართველ ფეხბურთელზე […]

სეიმი განიხილავს, რომ ლატვიაში საქართველოს ეწოდოს “საქართველო” და არა “გრუზია”

ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომისიაზე დეპუტატები სამინისტროსა და სახელმწიფო ენის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ, რომ ლატვიურ ენაზე საქართველო აღარ იყოს “გრუზია” და ის ქართული სახელწოდებით – “საქართველო” შეცვალონ. ინფორმაციას გამოცემა ეხო კავკაზა ლატვიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამის განხილვა სხდომაზე ხვალ, 21 თებერვალს მოხდება. მანამდე ლატვიამ განაცხადა, რომ საქართველოს სახელის გადარქმევისა და ალტერნატიული […]

აშშ-მ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

დღეს, 20 თებერვალს, აშშ-მ ვეტო დაადო ჰამას-ისრაელის ომზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში მყისიერად ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას ითხოვდა. ალჟირის მიერ წარდგენილ ტექსტს მხარი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გაერთიანებულმა სამეფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ეს 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ მესამე შემთხვევაა, როცა აშშ-მ ჰამას-ისრაელის ომზე გაეროს რეზოლუციას ვეტო […]

კალცონა: “ბარსელონასთან” ფრე კარგი შედეგი არ იქნება – შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს

“ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ისაუბრა: “თავიდან მინდა სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კოვაჩიჩს მადლობა გადავუხადო, რომ შეთავსებით მუშაობის უფლება მომცეს. ასევე მადლობა სლოვაკ ხალხს ჩემი დიდი პატივისცემის გამო. რისი შეცვლა მოვასწარი? ბევრი ვერაფრის, მაგრამ განახლების პროცესის დაჩქარება მინდა. 4-3-3 ტაქტიკის მიიმდევარი ვარ, თუმცა ეს იმას არ […]

იანეზ ლენარჩიჩი – საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია

საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია, – ამის შესახებ ევროკომისართან კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი „ტვიტერზე” წერს. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, მან დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა. „საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის […]

დუბაი 2026 წელს მგზავრებს საჰაერო ტაქსის მომსახურებას პირდება

კალიფორნიის სატრანსპორტო კომპანია Joby Aviation დუბაიში ელექტრო ტაქსის სერვისს 2026 წლის დასაწყისში აამოქმედებს. კონტრაქტორმა უკვე გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება საამიროების გზებისა და ტრანსპორტის ორგანოსთან (RTA). დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლებელი გახდა სამი ფაქტორის განხორციელებით: მკაფიო ოპერატიული გეგმის, მოსახერხებელი ინფრასტრუქტურისა და საჰაერო ხომალდის კარგი ტევადობისა და დიაპაზონის მიხედვით, – თქვა Joby Aviation-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯობენ ბევირტმა. კომპანიას […]

2012 წლამდე 20 მილიონამდე ლარის ჯარიმაა დაწერილი, ახლა კი 110 მილიონია, ეს ფული საარჩევნოდ გჭირდებათ – ირაკლი ნადირაძე

„ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოში“ ას ადამიანს ამატებთ, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ჯარიმას დაუწერენ თბილისელებს. 2012 წლამდე 20 მილიონამდე ლარის ჯარიმაა დაწერილი, ახლა კი 110 მილიონია – ამ ფულით თბილისელების პრობლემებს კი არ მოაგვარებთ, არამედ დამატებითი ფინანსური რესურსისთვის გჭირდებათ საარჩევნოდ, რომ იქნებ ფულით მაინც გახვიდეთ ფონს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ […]

,, კაცი რომ საავადმყოფოში წევს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ მოკვდება” – ნიკა გვარამია

„საერთაშორისო თანამეგობრობა გააქტიურებულია ნავალნის მერე, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს. როგორც არ უნდა მეჩვენებოდეს, რომ მაწყობს საარჩევნოდ, მე ამას არასდროს არ ვიტყვი არცერთ ვითარებაში, მგონია, რომ ეს არის სწორი, ეთიკური და პრაგმატულადაც სწორი საქციელი, ვინც ამას ვერ ხვდება, იმის პრობლემაა. აქ გადამწყვეტი არის საქართველოს პრეზიდენტი. არ ველოდები სამწუხაროდ (შეწყალებას). დასავლეთის ზეწოლა […]

უნგრეთის ინიციატივიაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს – წყაროები ბრიუსელში

მეორე დღეა, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელძღვანელობით შეხვედრებს მართავს ბრიუსელში. სამშაბათს, 20 თებერვალს გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და საქართველოს დელეგაცია. მათ გარდა ასოცირების საბჭოზე იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტოც – ეს კი უჩვეულო ამბავია. ასოცირებს საბჭოს არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო […]