რუსეთმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი ‘ტერორისტების’ სიაში შეიყვანა

რუსეთმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი “ექსტრემისტებისა და ტერორისტების” სიაში მას შემდეგ დაამატა, რაც გრემმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, მან აშშ-ს მიერ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ გამოცხადების წინადადება წამოაყენა. ხსენებულ სიაში რესპუბლიკელი სენატორის დამატების შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS-ი ავრცელებს. რუსული სამთავრობო მედია ლინდსი გრემს “ანტირუსული პოზიციების” მქონე პოლიტიკოსად ახასიათებს. ნავალნის გარდაცვალების შესახებ […]

საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის – შარლ მიშელი

საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ. “მივულოცე პრემიერ-მინისტრ კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის – რეფორმების განხორციელება ახლა მთავარია”, – აღნიშნა მიშელმა.

გვაქვს დასაბუთებული ამბიცია, რომ ვიქნებით მომავალი სახელისუფლებო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი – დავით უსუფაშვილი

“ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, დასაბუთებული ამბიცია, რომ ვიქნებით მომავალი სახელისუფლებო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილი”- განაცხადა “ლელო”-ს წევრმა დავით უსუფაშვილმა 20 თებერვალს. უსუფაშვილის შეფასებით, სწორედ ამის ეშინია “ქართულ ოცნებას”.

ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ ამერიკა რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ალექსეი ნავალნის უეცარი გარდაცვალების ფონზე, ამერიკა გეგმავს რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 თებერვალს გააკეთა. მოსალოდნელი სანქციების შესახებ საუბრობრისას, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ სანქციები უკრაინაში რუსეთის ომსაც შეეხება. სანქციების ეს პაკეტი „აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთს, იმის გამო რაც დაემართა ბატონ ნავალნის“ და რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში […]

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის

ხმის მიცემა, ხმების დათვლა, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება საარჩევნო უბნებზე ელექტრონული წესით, რაც პრაქტიკულად სპობს ყველანაირ სივრცეს მანიპულაციებისთვის – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და სწორედ ასეთი სახით ჩატარდება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები. გარდა ამისა იქნება უზრუნველყოფილი ძალიან ფართოდ დაკვირვება, საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან საქართველოში, მათ შორის, მოვიწვიეთ ჩვენ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია. ასევე მისიები ჩამოვლენ სხვადასხვა შესაბამისი საერთაშორისო […]

ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად – ოლივერ ვარჰეი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება. „შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA). ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად“, – აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.

ჯონ კირბი – უკრაინის მიერ ავდიივკას დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგად მოხდა

უკრაინის მიერ ავდიივკას დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგად მოხდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, სანამ საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ […]

რამდენმა ადამიანმა აუკრძალა საკუთარ თავს აზარტული თამაშები?

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 21 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე წარდგება. დოკუმენტი, პარლამენტს უკვე წარედგინა და 2023 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებებს შეეხება, მათ შორისაა სათამაშო ბიზნესიც.

ევროპის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო გადასახადები ყველაზე მაღალია

საშუალო ევროპელი მოქალაქე სახელმწიფო გადასახადებში საკუთარი ხელფასის ⅓-ზე მეტს ხარჯავს. ორგანიზაცია Tax Foundation-ის თანახმად, გადასახადების ოდენობა ქვეყნების მიხედვით იცვლება და დასავლეთ ევროპისა და უფრო განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა შედარებით მეტს იხდის ვიდრე სხვა დანარჩენი. ევროპაში არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლის მოქალაქეები ხელფასის ნახევარზე მეტს ბიუჯეტში იხდიან. ევროპული ქვეყნები, რომლებშიც სახელმწიფო გადასახადები ყველაზე მაღალია, შემდეგია: დანია – 55.9%, […]

თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა მეოთხედ, 2025 წლამდე გადავადდა

თბილისში მეორეული საბურავების და აალებადი საქონლის გაყიდვის აკრძალვა 2025 წლამდე გადავადდა – ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო. აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება თავდაპირველად 2021 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა, შემდეგ პანდემიის გათვალისწინებით მისი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. 25 იანვრის დადგენილების მიხედვით კი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. დღეს საკითხი წარადგინა თბილისის მერიის […]