აშშ რუსეთს ნავალნის სიკვდილის შემდეგ ახალ სანქციებს დაუწესებს

ნავალნის სიკვდილის გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 23 თებერვალს გამოაცხადებს, განაცხადა თეთრმა სახლმა 20 თებერვალს. სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ „გამოცხადდება სანქციების „დიდი პაკეტი,“ რათა რუსეთს, იმის გამო, რაც ნავალნის დაემართა, პასუხისმგებლობა დაეკისროს“. კირბიმ დასძინა, რომ იმის მიუხედავად, რა ვერსიას მოუყვება ნავალნის სიკვდილის შესახებ რუსეთი მსოფლიოს , „ცხადია, რომ პრეზიდენტი პუტინი […]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “ინტერმა” “ატლეტიკოს” მოუგო – პსვ და “დორტმუნდი” დაზავდნენ [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ 1:0 ტრავმირებული ტიურამის ნაცვლად შეცვლაზე შესული არნაუტოვიჩის გოლით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდს კარში ბურთი არ დაურტყამს, თუმცა საკუთარ მოედანზე გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე გასვლაზე – შინ გამართული ბოლო 27 მატჩიდან 24 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო. . „ინტერმა“ ზედიზედ 9 […]

სტოლტენბერგი თვლის, რომ ნავალნის მიმართ პატივისცემის საუკეთესო გამოვლენა უკრაინაში რუსეთის მარცხის უზრუნველყოფა იქნება

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ ნავალნის სიკვდილმა და ბოლო თვეებში ფრონტზე რუსეთის პირველმა წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს ნატოსა და და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა. 20 თებერვალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალიანსის ხელმძღვანელმა, სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინის ჯარების გაყვანა ქალაქ ავდეევკიდან რამდენიმე თვიანი ინტენსიური […]

ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა

20 თებერვალს ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ბრიუსელში ოპოზიციონერის – ალექსეი ნავალნის პატიმრობაში სიკვდილის გამო. ევროკავშირის მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აზიის რეგიონუდ და ეუთოს საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი და მოუწოდა რუსეთს, ნავალნის სიკვდილის „გარემოებათა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს“ – ნათქვამია ევროკავშირის […]

ანგარიში: რუსეთის მიერ ნასროლი ჩრდ. კორეული რაკეტა ამერიკულ და ევროპულ ნაწილებს შეიცავდა

ბრიტანული საგამოძიებო ორგანიზაცია Conflict Armament Research-ის (იგივე CAR) მიერ ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვრის ბოლოს რუსეთის არმიის მიერ ნასროლი ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტა ევროპასა და აშშ-ში მდებარე კომპანიებში დამზადებულ კომპონენტებს შეიცავდა. აღნიშნული ანგარიშის წყალობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეის მიერ უცხოური ტექნოლოგიების გამოყენების ფაქტი საჯაროდ დადგინდა. ამასთანავე, ანგარიშის მიგნებები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ […]

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მნიშვნელოვან პაკეტს 23 თებერვალს შემოიღებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი პარასკევს იქნება გამოცხადებული. სანქციები პასუხად მოჰყვება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, რომლის დასაწყისიდანაც შაბათს 2 წელი იქნება გასული, და ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. […]

აშშ-ის ელჩი „ათასი პროცენტით დარწმუნებულია“, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება, მაგრამ არ იცის, როდის მიიღებენ კანონპროექტს

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ კონგრესი მოიწონებს უკრაინის დამატებით დაფინანსების პროექტს, მაგრამ არ შეუძლია წინასწარ თქმა, როდის მოხდება ეს: „ასი პროცენტით, ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას,“ – უთხრა მან კიევში ჟურნალისტებს. უკრაინის დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ამ ქვეყნისთვის 61 მილიარდი დოლარის მნიშვნელოვანი დახმარებას ითვალისწინებს, […]

თბილისის ბიუჯეტი 241 მილიონი ლარით გაიზარდა

საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს, რომლის მიხედვითაც თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 241 034,9 ათასი ლარით გაიზარდა და 2 004 389,6 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა 2024 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (200 034,9 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, გაიზარდა სხვა შემოსავლების ნაწილში სანქციები (ჯარიმები […]

,,რატომ ვერიდებით აღიარებას რომ ეს საოცარი გოგო,ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე,მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო!!“ – თამარ ივერი

საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს: ,,რატომ ვერიდებით აღიარებას რომ ეს საოცარი გოგო,ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე,მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო!! საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!! ეს დავით გოგია(სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი.ჯერ ადამიანი უნდა იყო) როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით,არის ერთი სულიერად ავადმყოფი ,შინაგანად გაბოროტებული,ლუზერი პირივნება! ეჭვიანი,მოძალადე!! […]

გვარამიას თქმით, გახარიას პარტიას არჩევნების შემდეგ კოალიციაში “ხედავს”

ნიკა გვარამია კითხვაზე, თუ ხედავს გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალაციაში, იგი პასუხობს, რომ “ხედავს”. “მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება სხვა, ვინც გაბედა და თქვა – გახარიასთან დაკავშირებით მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ალბათ, გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე კითხვები. მასაც ვთავაზობ და […]