11 უკრაინელი ბავშვი კატარის შუამავლობით ოჯახებს დაუბრუნეს

რუსეთიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან თერთმეტი უკრაინელი ბავშვი ოჯახებს დაუბრუნდა, – ამის შესაებ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება. „6 გოგონაა, მათ შორის 2 წლის ტყუპები და და 5 ბიჭი. ყველაზე უმცროსი დაბრუნებული ბავშვი 2 წლისაა, ყველაზე უფროსი 16 წლის“, – წერს ლუბინეცი. ბავშვები ოჯახებს კატარის შუამავლობითა და გაერო-ს ბავშვთა […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 21 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, გაგრის, ლიბანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ვარდევანის, ბარისახოს, ჭრებალოს და ყუშიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე […]
გურჯაანში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის ასაშენებლად 3 მილიონის დახარჯვა იგეგმება – ტენდერი უკვე გამოცხადებულია

ქალაქ გურჯაანში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის ასაშენებლად 3 მილიონი დაიხარჯება. გურჯაანის მერიამ შესაბამისი ტენდერი 20 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1 მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 936 801 ლარია. კომპლექსი გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე უნდა აშენდეს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სპორტული კომპლექსი გათვლილი იქნება 312 მაყურებელზე, მის შემადგენლობაშ იქნება დიდი და მცირე […]
უკრაინა უარყოფს შოიგუს განცხადებას, რომ ხერსონში უკრაინელების „პლაცდარმი გაანადგურეს”

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „მანიპულაცია და ფაქტების ფალსიფიკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებას, რომ რუსმა სამხედროებმა „გაათავისუფლეს“ ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტი კრინკი. კრინკი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. ხერსონის ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის არმიამ კონტრშეტევის შედეგად კრინკის რაიონი თავის პლაცდარმად აქცია. 20 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ […]
ანჯეი დუდა – უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინასთან საზღვრის გადაკეტვა ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და მათ ფერმერებისთვის პროტესტის აკრძალვა არ შეუძლიათ. მისი თქმით, ევროპელ ფერმერებს ევროკავშირის ბაზრებზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უზარმაზარი შედინების გამო „თავიანთი არსებობის შიში აქვთ“. „ეს მართლაც რთული პრობლემაა. ეს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. გვახსოვდეს, რომ ყველაფერში დამნაშავეა რუსეთის აგრესია უკრაინის […]
სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ შეხვედრას დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს რუსეთის შეფასებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი გამოწვევების, მათი შიდა მიზეზებისა და დინამიკის შესახებ, ასევე ამ პრობლემების ეფექტურად დასაძლევად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე. […]
ანალენა ბერბოკი – თუ პუტინს ეგონა, რომ მსოფლიო ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე, ცდებოდა

ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინისთვის განუზომელი ტანჯვის მიყენებას და პირდაპირი მნიშვნელობით, უკრაინელების თავებზე იარაღი აქვს მიბჯენილი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. მისი თქმით, გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „თუ მას ეგონა, რომ მსოფლიო რაღაც მომენტში, ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს ვერ გადავიხდით

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს არ გადაიხდის. ღაზაში დარჩენილი 134 მძევლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სმოტრიჩმა Kan Radio-ს განუცხადა, რომ მათი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება მათი ნებისმიერ ფასად გათავისუფლება. ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, მძევლების გათავისუფლების გზა არის ღაზაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება […]
ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” – სერგეი შოიგუს განცხადება კირკის „გაწმენდის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე კრინკის დასახლების “გაწმენდის” შესახებ. „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ვერ მიაღწიეს რა წარმატებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავდასხმის ოპერაციებში, მიმართეს მანიპულაციას და ფაქტების გაყალბებას. აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის გაწმენდის შესახებ. ოფიციალურად გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, […]
Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსეთში პატიმრობაში დარჩება

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გასაჩივრება, რომელიც ეხებოდა ლეფერტოვოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ვადის გახანგრძლივების შესახებ და The Wall Street Journal-ის (WSJ) ამერიკელი ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მოსკოვის სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება. 26 იანვარს 32 წლის ჟურნალისტს პატიმრობა 30 მარტამდე გაუხანგრძლივეს. გერშკოვიჩის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეეცადნენ. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, Fox […]