დღეს პარლამენტში, ლაშა ხუციშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მივა. ფინანსთა მინისტრი „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ლაშა ხუციშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.
90% შესრულებულია და ათვისებულია 756 მლნ აშშ დოლარი – როგორ მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოების 90% შესრულებულია, რომლის სრულად დასრულება 2024 წლის ბოლომდე იგეგმება. ამის შესახებ „კომერსანტს“ მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „დღეის მდგომარეობით, შესრულებულია სამშენებლო სამუშაოების 90%. მათი დასრულება იგეგმება 2024 წელს, რის შემდეგაც მოხდება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება“, – განაცხადეს მარაბდა-კარწახის რკინიგზის ადმინისტრაციაში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის ინვესტიცია აზერბაიჯანულმა მხარემ ჩადო, როგორც […]
ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს. სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო […]
1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი კანონი, კონსტიტუცია მიიღო

საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ საქართველოს კონსტიტუცია მიღებული იყო 1921 წლის 21 თებერვალს. კონსტიტუცია დაიბეჭდა 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში. კონსტიტუცია ეყრდნობოდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული […]
წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცი (თაყაიშვილი)

წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცი (თაყაიშვილი) დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს. სულ პატარას გარდაეცვალა მამა, სიმონ თაყაიშვილი, ხუთი წლისას კი – დედაც. სამიოდე წლისა ხიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა; წესიერი ექიმი ვერ გამოუძებნეს და სამუდამოდ დაკოჭლდა. შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. ამ სკოლაში საღმრთო სჯულს ასწავლიდა ცნობილი პედაგოგი დეკანოზი სიმონ ქიქოძე, გამოჩენილი ქართველი მოღვაწის წმიდა […]
საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია – იანეზ ლენარჩიჩი

საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია, – ამის შესახებ ევროკომისართან კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი სოციალურ ქსელში X წერს. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, მან დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა. „საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი […]
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ციფრულ კონფერენციას TRAVERSE-ს უმასპინძლა

მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში., საქართველოს 180-ამდე ინფლუენსერი ეწვია დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ციფრული კონფერენცია TRAVERSE-ის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისში, მესტიაში, გუდაურში და სხვა ადგილებში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს. „საბრძოლო მოქმედებების შედეგად, პოლტავის ოლქში X-59 ტიპის მართვადი რაკეტა და ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში Shahed-ის ტიპის 19 დრონიდან 13 განადგურდა“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა 6-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა მიზანს ვერ მიაღწია. რუსებმა დრონები […]
შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს

დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ დროს მიღებული კონსტიტუცია ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას. „დღეს ჩვენი […]
საჯარო წყაროებით დადასტურებულია უკრაინაში მოკლული 45 123 რუსი სამხედროს ვინაობა

უკრაინასთან ომში რუსეთის არმიის დანაკარგები, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა. ეს დასკვნა საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების ანალიზის საფუძველზე გამოიტანეს ბრიტანულმა BBC-მ და რუსულმა გამოცემა „მედიაზონამ“. ისინი საჯარო წყაროების საფუძველზე, მოხალისეთა გუნდის დახმარებით ადგენენ უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების ვინაობას. ამ დროისთვის დადასტურებულია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან დაღუპული 45 […]