“ბარსელონა” კვარაცხელიას სანაცვლოდ ამ 2 ფეხბურთელს გაწირავს?! – რას წერენ კვარას მომავალზე

· 1 “ნაპოლი” ამ სეზონში დიდ კრიზისშია, ხოლო გუნდის ვარსკვლავების სხვა გუნდებში გადასვლაზე უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლურ გუნდს დატოვებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ასევე წასვლის ერთ-ერთი პრეტენდენტია. Football Transfers იტყობინება, რომ კვარაცხელიას გადაბირება კატალონიის “ბარსელონას” სურს. ბუნებრივია, “ბლაუგრანას” ქართველის ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება, ამიტომ ტრანსფერისთვის სახსრები მოსაძიებელი იქნება. […]
პირველმა ადამიანმა, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჩაუნერგეს, გონებით კომპიუტერის კურსორის კონტროლი ისწავლა – ილონ მასკი

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ პირველმა პაციენტმა Neuralink-ის ჩიპით შეძლო კომპიუტერის მაუსის კონტროლი გონების ძალით. მასკის ამ განცხადების შემდეგ, Neuralink-ის ტოკენის ფასი 37,4%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მასკმა ეს ჩიპი 2024 წლის იანვარში წარადგინა. შემდეგ მან განაცხადა, რომ იმპლანტაცია წარმატებით დასრულდა. „პროგრესი კარგია და როგორც ჩანს, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა გვერდითი ეფექტების გარეშე. მას შეუძლია კომპიუტერის მაუსის […]
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
“ძალიან მძიმედ დაასვა დაღი”, – რა უსიამოვნო ამბის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ლელა წურწუმია

· 2 ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად ჰყავდა მსახიობი ბაია დვალიშვილი ქალიშვილთან ერთად. ბაია დვალიშვილის ქალიშვილი სასკოლო პრობლემებს შეეხო და ლელამ თავისი ქალიშვილის მარიკოს გამოცდილებაც მოჰყვა, რაც სკოლაში შეემთხვა. „ჩემს შვილს აბულინგებდნენ სკოლაში და ეს არანაირად არ გაიაზრა არც პედაგოგმა და არავინ. ბავშვმა თვითონ იპოვა მერე სხვა სკოლა და გადამაყვანინა თავი. სამწუხაროდ, მე ძალიან […]
ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აშშ რუსეთს ახალ, მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა, ხოლო შემდგომ სანქციების პაკეტის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ისაუბრა. ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალ პაკეტს ნავალნის სიკვდილის და უკრაინაში ორწლიანი ომის გამო შემოიღებენ. ჯეიკ სალივანის თქმით, სანქციები შეეხება […]
ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების რეალიზაციისთვის პირი პასუხისგებაში მიეცა – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკაცების წარმოებისა და რეალიზაციისთვის პასუხისგებაში 1 პირი მიეცა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს. სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და […]
საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს […]
ვიქტორ დოლიძე – პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატო-ში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს მომავალში ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში

პრემიერის ბრიუსელში პირველი ვიზიტი და ნატოში მისი შეხვედრები კიდევ ერთ მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები, სადაც განიხილება საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი. „დღეს […]
საკრებულოს სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ დოკუმენტი მიიღეს

საკრებულოს სხდომაზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. საკრებულოს ცნობით, დადგენილების მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება და შემავიწროებლისთვის პროპორციული, ადეკვატური და სათანადო პასუხისმგებლობის […]
ილია დარჩიაშვილი – უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან – დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში

უმნიშვნელოვანესია შეხვედრა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან გაიმართება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. „გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი დღე გვქონდა გუშინ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი […]