გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით. თიბისის ტექსკოლაში 2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კურსები, რომლებიც აქამდე, მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მსურველებს გთავაზობთ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები. კურსებზე რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს ჯარიმა დაეკისრათ. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს – შპს „დემეს“, ი/მ ანდრეი ხარბედიას და ი/მ ვიქტორია კვინტრაძეს ჯარიმა დაეკისრათ. „საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, […]

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ -34“ ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ -34“ ჩამოაგდეს. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. „მინუს ერთი, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. „სუ-34“-ის ეკიპაჟი ჩვენს რუბრიკას, „მარადიული ფრენა, ძმებო!“, უერთდება“, – განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს. „რუსულ დათვს პატარა ნაჭრებად შევჭამთ. ერთად – გამარჯვებამდე! P.S. ჭორები […]

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 3 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეებს – შპს „დემეს”, ი/მ ანდრეი ხარბედიას და ი/მ ვიქტორია კვინტრაძეს ჯარიმა დაეკისრათ. საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ წარმოებული […]

ინძაგი: “ატლეტიკოსთვის” მეტი გოლის გატანა შეგვეძლო

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ინტერმა” “ატლეტიკოს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეეძლო. “ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება და კარგი იქნებოდა, რომ დღეს უფრო მეტი გოლი გაგვეტანა. მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობის ყველა […]

BBC: სანამ რუსი სამხედროები მეთაურს ელოდებოდნენ, უკრაინელებმა მათზე იერიში მიიტანეს

BBC წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედროები საკუთარ მეთაურს ელოდებოდნენ. BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, 20 თებერვლის შუა დღეს უკრაინელმა სამხედროებმა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ის გამოყენებით, იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოეს მახლობლად მდებარე პოლიგონზე. ცნობების მიხედვით, ამ დროს პოლიგონზე გვარდიულ მოტომსროლელთა 36-ე […]

უკრაინა: რუსეთის გაშვებული 13 დრონი და 1 რაკეტა გავანადგურეთ

21 თებერვლის ღამით რუსებმა უკრაინას 6 რაკეტითა და 19 შაჰედით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინელებმა 1 რაკეტისა და 13 დრონის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა როსტოვის ოლქიდან გაუშვეს C-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და X-22-ის ტიპის 4 საკრუიზო რაკეტა, ბელგოროდის ოლქიდან X-59-ის მართვადი რაკეტა, ხოლო რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან 19 […]

ჯო ბაიდენი – ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება – რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?

ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა? – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი და სხვა “რესპუბლიკელები” უარს ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრონ. „ამის სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილით გააცნობიერა, თუ რამდენად ცუდია ამერიკა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის […]

საქართველოში სომხეთის საელჩო „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის პრინციპების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში სომხეთის საელჩო „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის პრინციპების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, რკინიგზა, საჰაერო გზები, მილსადენები, კაბელები, ელექტროგადამცემი ხაზები, უნდა მოქმედებდეს იმ ქვეყნების იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ქვეშ, რომელთა ტერიტორიებითაც ისინი გადიან. თითოეული სახელმწიფო თავისი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით უზრუნველყოფს სასაზღვრო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და ყველა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მისი ტერიტორიით მოქალაქეთა, ტვირთთა […]

ბათუმში გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობენ. „კონფერენცია, რომელსაც ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს დღეს გაიხსნა და ხვალ […]