თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა. მისი თქმით, შემუშავებული ჰუმანური საკანონმდებლო დოკუმენტი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. „რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული […]

ხელვაჩაურის მერია ადგილობრივ სტუდენტთა მხარდაჭერა/დაფინანსების პროგრამას იწყებს

ხელვაჩაურის მერია ადგილობრივ სტუდენტთა მხარდაჭერა/დაფინანსების პროგრამას იწყებს სტუდენტური წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება. დაფინანსდებიან! საბაკალავრო პროგრამით მოსარგებლე ის სტუდენტები, ვინც რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და სემესტრულად (2023 – 2024 წ. პირველი სემესტრი) საშუალო შეწონილი, აქვთ 91 ქულაზე მეტი (A კატეგორია). სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი: […]

ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას – კახა კალაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე

ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოვისმინეთ, რომლითაც ცდილობენ ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი დოკუმენტის დისკრედიტაციას – კახა კალაძე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე მოხარული ვარ, რომ შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე […]

შუა დერეფნის მნიშვნელობაზე-გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავზე რომ ტვირთები ევროპაში გავიდეს საქართველოს გავლით და არა იმაზე რომ ტვირთებმა გვერდი აგვიარონ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, გზების დივერსიფიცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია. „როცა რომელიმე დიდ ქვეყანას აგენტები ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, დღეს თუ ერთია მათი მთავარი ამოცანა – საქართველოს უკრაინის ომში […]

ჩილეში ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, პაბლო ნერუდას სიკვდილის ხელახალ გამოძიებას დაიწყებენ

ჩილეში ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, დიპლომატის და სენატორის, პაბლო ნერუდას სიკვდილის საქმის ხელახალ გამოძიებას იწყებენ. საქმის თავიდან გამოძიების შესახებ გადაწყვეტილება ჩილეს სააპელაციო სასამართლომ მიიღო. პაბლო ნერუდა ჩილეში აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო გადატრიალებიდან მალევე 1973 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სიმსივნე დასახელდა. 1973 წელს პაბლო ნერუდა ჩილეს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და მათი ერთ-ერთი მთავარი სახე […]

შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2023 წელს, უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩაატარა, 2527 შემთხვევაში კი სანქცია გამოიყენა

შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2023 წელს, უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩაატარა და 2527 შემთხვევაში სანქცია გამოიყენა, მათ შორის, 361 შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. 643 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 1523 შემთხვევაში – გაფრთხილება. „შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება. ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები: გაფრთხილება […]

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ჩააგდო“, რომელშიც ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ჩააგდო“, რომელშიც ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი და რომლის თანახმად, პარლამენტი კომიტეტებს ოპოზიციის პროექტების დროულად განხილვას ავალებს. რეზოლუციის პროექტს მხოლოდ 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ ხმა ექვსმა დეპუტატმა მისცა და კენჭისყრის ამ შედეგით, „ჩავარდა“. რეზოლუციის პროექტი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ წარადგინა, პარლამენტის 20 თებერვლის პლენარულ […]

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თანამდებობის პირს მისი სამსახურისთვის, ბოტოქსის, ლაზერული ეპილაციის და კოსმეტიკური პროცედურებისთვის თანხის გადახდა არ მოუთხოვია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამსახურში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თანამდებობის პირს მისი სამსახურისთვის, ბოტოქსის, ლაზერული ეპილაციის და კოსმეტიკური პროცედურებისთვის თანხის გადახდა არ მოუთხოვია. სასამართლოში, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, პროკურორი ქეთევან ჩაჩავა […]

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო ფარული ან ღია ხარჯები არ გაუწევია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო ფარული ან ღია ხარჯები არ გაუწევია. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესზე დაიკითხა. კითხვაზე, გაუწევია ან მიუღია თუ არა გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე, ან შვილის სწავლის ხარჯების გასაწევად განკარგულება, მღებრიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი […]

სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა. ”თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა. მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის რეგულირების სფეროში მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა როგორც […]