პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე […]
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი მოწმის სახით დაიკითხა. მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიასთან, რადგან ისინი კოლეგები იყვნენ. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ თეიმურაზ მღებრიშვილს ჰკითხა, ხომ არ ახსენდება 2010 წლის ჩათვლით პერიოდში […]
მერაბ ქვარაია – ფიზიკურ პირებზე ფინანსური ამნისტია ცუდი არ იქნება – იქნებ ვიფიქროთ არასწორი სანქცია-საურავების გასწორება-განულებაზე, რათა ხალხმა ფინანსური საქმიანობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს უსმენენ, ფინანსური ამნისტიის გამოცხადების საკითხი დასვა. როგორც ქვარაიამ განაცხადა, ფიზიკურ პირებს კვლავაც „ზურგზე აწევთ“ წინა ხელისუფლების დროს დაკისრებული ფინანსური სანქციები. „იმ პრეზიდენტის დროს, რომელსაც ახლა პატიმრობა არ მოსწონს და თვითონ მთელი საქართველო პატიმრად აქცია, არა მხოლოდ ციხეებში გამოკეტეს მთელი ქვეყანა, არამედ ფიზიკურ […]
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ალტა 27 წლისაა

27 წლის წინ, თბილისში, ახლანდელ ცინცაძის 5 ნომერში – ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე, ალტას პირველი მაღაზია გაიხსნა. 1997 წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის საინტერესო იყო. სწორედ მაშინ გამოვიდა თამაში “snake”; ხელმისაწვდომი გახდა Wi-Fi; გაჩნდა ტერმინი “Bluetooth”, IBM-ის სუპერკომპიუტერმა მოჭადრაკე გარი კასპაროვი დაამარცხა, თუმცა, ბევრი რამ განვითარების საწყის ეტაპზე იყო: მობილურით ინტერნეტს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებოდნენ და არც ჭკვიანი […]
განახლებადი ენერგია და შუა დერეფნის პოტენციალი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას შეეხო. შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებზე და იმ წამახალისებელ სქემებზე, რომელიც იაპონიის მთავრობას ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო პარტნიორობის მხარდასაჭერად აქვს შემუშავებული. საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის ელექტროკაბელს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს […]
“შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ” – გიორგი კეკელიძე

შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე, ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ სცადა და ჩემი ერთი ახალი საქმის გამო, ხშირად ვისმენ ასეთ ამბებს. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ ,,წამოარტყამენ” ხოლმე პატარებს და არც თუ ძალიან პატარებს ან თმებში წვდებიან. ,,არ უჯერებს” და ,,რა ქნან?” ჩვენ ვდუმვართ. ან ეგებ […]
ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ ირაკლი კობახიძე პირველად ბრიუსელს ეწვია – ამერიკის ელჩი

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია, იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, […]
Space საქართველოს ბაზრიდან გადის

საქართველოში მოქმედი პირველი ნეობანკი Space საქართველოს ბაზრიდან გადის და საერთაშორისო ბაზარზე ინაცვლებს. შესაბამის ინფორმაციას კომპანიის Facebook და ვებგვერდზე ვრცელდება. „სფეისის მისია საქართველოში შესრულებულია. თითქმის 6 წელი გავიდა საქართველოში პირველი ნეობანკის გამოჩენიდან. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც უარი ვთქვით ტრადიციულ საბანკო მიდგომებზე, ფილიალებზე და რიგებზე. მაქსიმალურად ვეცადეთ თქვენი ცხოვრება გაგვემარტივებინა ინოვაციური პროდუქტებითა და მიდგომებით. სფეისელების გარეშე მისია […]
Georgian Wings-მა თბილისი—კიშინოვის პირველი რეისი შეასრულა

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა დღეს, 20 თებერვალს, თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა შეასრულა. Georgian Wings-ის პრეზიდენტ შალვა კიკნაძის განცხადებით, ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ს თბილისი-კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს: „გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიშინიოვის მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრენა უფრო დააახლოებს საქართველოსა და მოლდოვას და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის […]
ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის პრობლემატურია, მე მათ ხმას არ მივცემ – ნიკა გვარამია

ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის პრობლემატურია, მე მათ ხმას არ მივცემ – ნიკა გვარამია ნიკა გვარამიას განცხადებით, პირველად მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ის ნაციონალურ მოძრაობას ხმას არ მისცემს. ამ საკითხზე მან 20 თებერვალს, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა “რეაქცია”-ში ისაუბრა და თქვა, რომ დღევანდელი შემადგენლობიდან და პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე მას არაფერი არ მოსწონს ამ პარტიაში და მეტიც, არ აქვს […]