გიორგი ვაშაძე – ბატონო ლაშა, 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში? რატომ ღირს ყველა პროდუქტი უფრო იაფი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში?!

ბატონო ლაშა, კითხვა მაქვს თქვენთან, 1 ბოთლი წყალი რატომ ღირს ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?! რატომ ღირს ყველა პროდუქტი უფრო იაფი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში?! – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ევროკავშირისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში […]

მაია ბითაძე – მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა. ბითაძის თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, […]

ესტონეთში რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

ესტონეთის ხელისუფლებამ ექვსი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობაში. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის უსაფრთხოების სამსახური პრესრელიზში ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდში ესტონეთში რუსული სპეცსამსახურის სახელით მოქმედებისთვის 10 ეჭვმიტანილი დააკავეს. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახური მათ ვინაობას არ ასახელებს – მხოლოდ აზუსტებს, რომ ეჭვმიტანილებს შორის არიან როგორც რუსეთის, ასევე ესტონეთის მოქალაქეები. როგორც ესტონური მხარე აღნიშნავს, […]

მოსკოვის სასამართლომ WSJ-ს ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა გერშკოვიჩის პატიმრობის შესახებ მისი ადვოკატების მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი და ჟურნალისტი, რომელიც მისი საქმის არსებით განხილვას ელოდება, წინასწარ პატიმრობაში მარტის ბოლომდე დატოვა. ეს ნიშნავს, რომ გერშკოვიჩი, რომელიც გასული წლის მარტში დააკავეს, გისოსებს მიღმა, სულ მცირე, ერთ სრულ […]

BOG-ის ორგანიზებით Ads მენეჯერის ვებინარი გაიმართება (რ)

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით 23 თებერვალს, 19:00 -ზე Ads მენეჯერის ვებინარი – „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით” გაიმართება. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1,400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის დახმარებით – […]

რუსმა ბლოგერმა, რომელიც ავდიივკაში დანაკარგებზე წერდა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

რუსმა ომის მხარდამჭერმა სამხედრო ბლოგერმა, ანდრეი მოროზოვმა, რომელიც გასულ დღეებში ავდიივკაში რუსეთის დიდ დანაკარგებზე საუბრობდა, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. მოროზოვი ცნობილი იყო მურზის ზედმეტსახელით და ის უძღვებოდა ტელეგრამ-არხ Нам пишут из Янины-ის. არხს 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. წარსულში ის ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის “ეროვნულ მილიციაში” მსახურობდა, შემდეგ კი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელთა მე-4 ცალკეულ […]

„ყველაფერი მავიწყდება, მეხსიერების პრობლემა მაქვს“- რას ამბობს თამო ვაშალომიძე?

· 0 ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკის” სთორიში საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, ბოლო დროს ყველაფერი ავიწყდება და მეხსიერების პრობლემა აქვს. „ეს ბოლო პერიოდია ბევრი საქმე გამომიჩნდა. მავიწყდება დღის განმავლობაში რა უნდა გავაკეთო. პარასკევს მოვიდა ჩემთან ჩემი დაქალი, 2 წელიწადია არ მინახავს და როდესაც სახლიდან წამოვედი მან შემიფარა. მგალობელია და ერთად მოვდივართ დიდი […]

ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა

ნინო წილოსანი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. მე-10 მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნინო წილოსანმა ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც 8 თებერვალს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

დანიგანი: ორიენტირებული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს. დანიგანის თქმით, სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ის ამბობს, რომ აშშ მჭიდროდ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციას, ქართულ ოცნებასთან და ცესკო-სთან, რათა პროცესი თავისუფალი და სამართლიანი იყოს. “მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც […]

მიხეილ სარჯველაძე – სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება – არაფერი საერთო არ აქვთ ერთადერთის გარდა, რომ ერთიც ციხეში იჯდა და მეორეც

სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. მათ შორის არავითარი საერთო არ არსებობს, პირიქით, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სერგეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის ერთადერთი საერთო ისაა, რომ ციხეში ისხდნენ. „სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. არაფერი ერთმანეთთან კავშირი და საერთო არ აქვთ ერთადერთის […]