მომავალში თუ „ნაც-კამასუტრას” გამოცემას ჩაუყრის საფუძველს, სახელმძღვანელოს სახით ალბათ აუცილებლად მისაღები იქნება პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე იმის დემონსტრაციის მიზნით – სად გადის რუბიკონი დასაშვებსა და უკადრებელს შორის

მომავალში თუ „ნაც-კამასუტრას” გამოცემას ჩაუყრის საფუძველს, სახელმძღვანელოს სახით ალბათ აუცილებლად მისაღები იქნება პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე იმის დემონსტრაციის მიზნით – სად გადის რუბიკონი დასაშვებსა და უკადრებელს შორის „ნაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ნიმუში და მისი ერთი რიგითი, კლასიკური წარმომადგენელი-პოლიტრასტი,” – ასე ახასიათებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას. შეფასების საფუძველი გახდა ამ უკანასკნელის მხრიდან […]

სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თემაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე. როგორც ის ამბობს, სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. შესაბამისად, ის ხელისუფლებისგან პატიმრის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. „სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში, ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ […]

კონკრეტული პირების, მათ შორის ნიკა გვარამიას პოლიტიკური რეინკარნაცია გამორიცხულია, რადგან ქართული პოლიტიკა არ არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანება და მისი ეს თამაში ჩანასახშივე წაგებულია

კონკრეტული პირების, მათ შორის ნიკა გვარამიას პოლიტიკური რეინკარნაცია გამორიცხულია, რადგან ქართული პოლიტიკა არ არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანება და მისი ეს თამაში ჩანასახშივე წაგებულია „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც „ქართულ ოცნებასთან” საარჩევნო ბრძოლაში 12-ჯერ დამარცხდა და კიდევ რამდენჯერმე დამარცხდება, „ქართულ ოცნებასთან” რევანშისტობანას თამაშში კოალიციური მთავრობის საჭიროებაზე ალაპარაკდა“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას […]

ფინანსთა მინისტრი – სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1795 შემთხვევა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, ფინანსთა სამინისტროს და კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში 2023 წელს ხორციელდებოდა და 2024 წელს […]

გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს – ამბობთ, რომ სომხეთზე და აზერბაიჯანზე უფრო მაღალი გაქვთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა, მაშინ რატომ არის ჩვენთან უფრო მეტი უმუშევრობა? – იქნებ, ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ფული და არა ხალხისკენ?!

ამბობთ, რომ სომხეთზე და აზერბაიჯანზე უფრო მაღალი გაქვთ ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა, მაშინ რატომ არის ჩვენთან უფრო მეტი უმუშევრობა? რა ხდება?! -იქნებ, ბიუჯეტიდან ელიტისკენ მიდის ძირითადად ფული და არა ხალხისკენ?! – ამ კითხვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მიმართა, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო იაფია […]

თეიმურაზ ჯანაშია – ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა

ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მისი და მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიზირებულია და მისი წარმოება “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილზე ვენდეტაა. “თემურ მღებრიშვილის ჩვენება რა თქმა უნდა, (დადასტურებაა), რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო პრეზიდენტის, პრემიერის განკარგულება შეესრულებინა, […]

ლაშა ხუციშვილი – მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ IDA (საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის […]

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით 23 თებერვალს, 19:00 -ზე Ads მენეჯერის ვებინარი – „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით” გაიმართება. ბანკის ცნობით, ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, „ქეშბექის“ ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1,400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის […]

ფინანსთა მინისტრი – რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა. „შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების […]

რიკარდ იოზვიაკი – ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. „ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს. იგი 24 თებერვლის წლისთავის წინა დღეს გამოქვეყნდება“, – წერს იოზვიაკი X-ზე. რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ასევე, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ 1 900-ზე მეტი რუსი და […]