სამეგრელოში დააკავეს კაცი, რომელიც მეზობლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეზობლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მათივე ინფორმაციით, კაცს ბრალად იარაღის უკანონოდ შენახვაც ედება. სამართლის დოქტორი კახა ურიადმყოფელი Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას მამაკაცის მხრიდან მეზობლებზე მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ. დაზარალებულია თსუ-ს პროფესორი, თამარ ქარაია და მისი დედა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 151-ე და […]

პირს, რომელმაც მკვლელობის მიზნით, მევალე დაჭრა, 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

პირს, რომელმაც ანგარებით მკვლელობის მიზნით, მევალეს დანით დაზიანებები მიაყენა, სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში, ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მევალეს შეხვდა და იმ მოტივით, რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი […]

ხუციშვილის თქმით, რუსეთში მანქანის გადაყვანით და გაყიდვით სანქცია არ ირღვევა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თუ პირი საკუთარი მანქანით საქართველოდან რუსეთში გადავა და მას გაყიდის, ამით სანქცია არ ირღვევა. ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ისაუბრა. ლაშა ხუციშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა პრობლემად, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანების რუსეთში გადასაყვანად. „მე შემიძლია გაჩვენოთ კონკრეტული მასალები, […]

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას. Trendyol, Carrefour, Coca-Cola, P&G, TAV, Bosch, Shell, Liberty, DHL, Diageo, Edenred, Migros, INNIO და სხვა – ეს იმ გლობალური წამყვანი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, ვისთანაც INSPARK აქტიურად თანამშრომლობს. კომპანიის პარტნიორთა მსხვილი ქსელის ნაწილია ასევე WWF-ს, Change.org-სა და 60 სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. INSPARK-ის […]

იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა. „ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნის საფრთხედ აღიქვამდა და მისი გაჩუმება არაერთხელ სცადეს“, – განაცხადა დევიდ კამერონმა. დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ სანქციები სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელსა და მის ხუთ მოადგილეს დაეკისრება. მათ დიდ ბრიტანეთში შესვლა […]

ფინანსთა მინისტრი გიორგი ვაშაძეს – თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანა ამ კუთხით საქართველოა

თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ერთ, რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე, არამედ მთლიანად ინფლაციის მაჩვენებელზე. „ინფლაციის კუთხით თუ ავიღებთ ჩვენს სამეზობლო ქვეყნებს, ინფლაცია გაცილებით მაღალი იყო ყოველთვის, ვიდრე ეს ევროკავშირის […]

ჯანდაცვის სამინისტრო – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩატარდა – დაიწერა 643 ჯარიმა და საქმიანობა შეჩერდა 361 შემთხვევაში

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება. მათივე ინფორმაციით, ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები: · 1523 შემთხვევაში გაფრთხილება · 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება · 643 შემთხვევაში ჯარიმა 2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო. „მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება […]

ჩავატაროთ კვლევა, რომელიც ცხადჰყოს, რა უკუგება აქვს სპორტში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხებს – დავით კაჭარავა

მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ დააყენა საკითხი, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სპორტში ჩადებული თანხების უკუგებას. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში როგორც პროფესიონალური, ასევე მასობრივი სპორტის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოდან ფინანსდება. სპორტი უამრავ ქვეყანაში არის ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, არაპირდაპირი სიკეთეები, რაც სპორტს მოაქვს, არის კრიმინალის […]

გვარამია ამბობს, რომ გახარიასთან გაერთიანდება, თან “ნაცი” არ არის, მაგრამ “ნაცებთან” გაერთიანდება – ალექსანდრე რაქვიაშვილი

გვარამია ამბობს, რომ გახარიასთან გაერთიანდება, თან “ნაცი” არ არის, მაგრამ “ნაცებთან” გაერთიანდება – აი ასეთი უცნაური სქემა მარტო იმაზე მიუთითებს, რომ უბრალოდ, ამომრჩეველს ატყუებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რთულია ვინმემ დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია “ნაცი” არ არის, ვინაიდან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც გვარამია მიხეილ […]

“დარწმუნებული ვარ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს მამუკა გაწერელიას გასათავისუფლებლად” – ქაცარავა

ორკებმა ქართველ მებრძოლს, აზოვსტალის მცველს, მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ჩვენი მებრძოლის დასახსნელად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს მამუკა გაწერელიას გასათავისუფლებლად. რუსეთს რაა? სწორია, უკრაინის და საქართველოს დეოკუპაცია! დედისტყვნა რომ არ აცდება ორკისტანს, ამაშიც ღრმად დარწმუნებული ვარ!