“გახარია ნიჭიერი მატყუარაა, ქოცის როლს ყველა სხვა დანარჩენზე უკეთ ასრულებს” – გრიგალაშვილი

გახარია არის ადამიანი, რომელიც ბასიანის დარბევას დღემდე საამაყო საქმედ მიიჩნევს და შანსი რომ ჰქონდეს კიდევ დაარბევდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდებს, ანტირუსულ აქციაზე, თვალები დათხარა და დღემდე ცინიკურად არიდებს თავს კითხვებზე პასუხებს. ყველაფერთან ერთად, ჯერ ნაცებს შეუკრა კოალიცია საკრებულოებში, ახლა ბიძინამ მოღალატე ეძახა და ამის მიუხედავად, ბატონს მაინც ენას უჩლექს. სინამდვილეში, ეგ კაცი ნიჭიერი მატყუარაა, […]

ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა და ემუქრებოდა – შსს-ს თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით […]

BAZA: დააკავეს მეცხრეკლასელი, რომელმაც რუსეთის მმართველი პარტიის ოფისს მოლოტოვი ესროლა

მოსკოვის ოლქში რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის ერთ-ერთ ოფისს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია მეცხრეკლასელი. როგორც BAZA წერს, შემთხვევა 16 თებერვალს, ქალაქ დოლგოპრუდნიში მოხდა. უცნობი პირი მივიდა რუსეთის მმართველი პარტიის ოფისთან და კარის ზემოთ გამოკრულ ბანერს ე.წ. მოლოტოვი კოქტეილები ესროლა. ხანძარი გამვლელებმა ჩააქრეს. ამის შემდეგ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ანონიმურ […]

არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები, აღსრულება სრულად ხდება – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, არ არსებობს საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები და მათი აღსრულება ხდება საერთაშორისო პარტნიორების მიერ დადგენილი ფორმითა და მასშტაბით. ხუციშვილმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში საქართველოს მონაწილეობაზე პარლამენტში გამოსვლისას ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დეპუტატმა მას ჰკითხა, რომ 2023 წელს საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში მანქანების ექსპორტის შეზღუდვის პარალელურად, თვლის თუ არა პრობლემად საქართველოს გამოყენებად […]

რობერტა მეცოლა – კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი კობახიძესთან – ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ წერს. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს “, […]

ასოცირების საბჭო – ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და დაადასტურა მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მოგვარების და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და იმ მოტივით რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები […]

ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა

ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს […]

წელს, „ენგური ატრაქციას“ ახალი ტურისტული სივრცეები დაემატება

„ენგური ატრაქცია“ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განაგრძობს და წელს, ორი ახალი ტურისტული სივრცის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, რომელშიც ნავალნი დაიღუპა

ბრიტანეთმა 21 თებერვალს სანქციები დაუწესა რუსეთში, არქტიკაში მდებარე იმ ციხის დირექციის ექვს წარმომადგენელს, რომელშიც კრემლის ოპონენტი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა. სანქციები დაუწესეს ციხის დირექტორს, პოლკოვნიკ ვადიმ კალინინს და მის ხუთ მოადგილეს – მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, გაიყინება მათი ქონება, აცხადებს ბრიტანეთი. “ნავალნიმ იტანჯა სამედიცინო მკურნალობის უარყოფისგან, ასევე იძულებისგან ეარა […]