გაერომ ჩრდილოთ ღაზაში სურსათის მიწოდება შეაჩერა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათის სააგენტომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამშრომლების უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, სურსათის მიწოდება შეაჩერა. მიღებული გადაწყვეტილება ღაზაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, სადაც გაეროს ინფორმაციით, საკვებისა და სუფთა წყლის „წარმოუდგენლად მწირი მარაგია“. „გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიწოდება შეჩერდება, არ მიგვიღია მარტივად, რადგან ჩვენ ვიცით რომ ეს ნიშნავს ადგილზე სიტუაციის გაუარესებას და უფრო მეტი ადამიანის […]

ჩინეთის 3-მა უმსხვილესმა ბანკმა რუსული კომპანიების მომსახურება შეწყვიტა

ჩინეთის უმსხვილესმა ბანკებმა რუსული ფინანსური ინსტიტუტებიდან გადახდების მიღება შეწყვიტეს. საუბარია ჩინეთის ინდუსტრიულ და კომერციულ ბანკზე (ICBC), ჩინეთის სამშენებლო ბანკზე (CCB) და ჩინეთის ბანკზე. ICBC, CCB და Bank of China ჩინეთში აქტივების მიხედვით პირველ, მეორე და მეოთხე ადგილზე არიან. ბანკებმა რუს კლიენტებს აცნობეს, რომ 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან შეწყვეტენ გადახდების მიღებას. აღნიშნულია, რომ ტრანზაქციები არასანქცირებულ საკრედიტო […]

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან

ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. სააგენტო განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ირანის მოქალაქეებისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ და მას ცრუს უწოდებს. „ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალებით […]

ზელენსკი პოლონეთის და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს შეხვედრის გამართვისკენ უკრაინის და პოლონეთის საზღვარზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს, პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ევროპული კომისიის წევრებს მოუწოდა 24 თებერვალს მასთან, და მისი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. ზელენსკის მოწოდების ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს პოლონელი ფერმერების პროტესტი უკრაინის საკვების იმპორტზე – რაც, მათი თქმით, გავლენას ახდენს მათი ნაწარმის ფასებზე. ზელენსკი აცხადებს, რომ ამ საკითხს […]

დე ლაურენტისმა ლაპორტა რესტორანში დაპატიჟა და ფავორიტი დაასახელა

“ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ, “ნაპოლის” მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა “ბარსას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სადილზე რესტორან “პალაცო პეტრუჩიში” უმასპინძლა. სადილზე აურელიოს აგრეთვე შვილი ედოარდო, “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი და კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი დეკო იყვნენ. კითხვაზე, ვინაა ფავორიტი, აურელიო დე ლაურენტისმა უპასუხა – კარგი თამაში. აურელიო ჰამშიკს კლუბში სამუშაოდ იწვევს, მაგრამ სლოვაკი […]

საქართველოში, ყოველ მე-5 ადამიანს კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს – კვლევა

კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT) დღეს გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში, სადავო საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას კრიმინალურ სუბკულტურებს ანიჭებს. კვლევის მიხედვით, კრიმინალური სუბკულტურის მიმღებლობა უფრო მაღალია დასავლეთ საქართველოში, ვიდრე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში; ურბანულ ჭრილში, კი ამგვარი მენტალიტეტის მიმღებლობა […]

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმამ დამასკოში ორი ადამიანი იმსხვერპლა

სირიის სახელმწიფო მედიამ და უსაფრთხოების ძალებმა გამოაცხადეს, რომ ოთხშაბათს, დამასკოს კაფრ სუსა რაიონში, საცხოვრებელი შენობა ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა, ორი ადამიანი დაიღუპა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ იერიში ადგილობრივი დროით 9:40 საათზე მოხდა და სამოქალაქო პირების დაღუპვასთან ერთად, ბევრი სხვა ადამიანი დაიჭრა. სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა მრავალსართულიანი შენობის დამწვარი გვერდის გამოსახულება. წყარომ […]

გაეროში ამერიკამ ისრაელ-“ჰამასის” ომში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება დაბლოკა

ისრაელ-“ჰამასის” ომში დაუყონებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტი გაეროში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა. უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ამერიკის ელჩმა განმარტა, თუ რატომ გამოიყენებდა შეერთებული შტატები ვეტოს უფლებას და არ დაუჭერდა მხარს ალჟირის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს. „ცეცხლის დაუყონებლივი, უპირობო შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც მოითხოვს “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებას, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. […]

რუსეთმა “რადიო თავისუფლება” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის მთავრობამ “რადიო თავისუფლება” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ქმედებით ორგანიზაციის დონორებს, თანამშრომლებს და რესპოდენტებს შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდებებიც წაუყენონ. “რადიო თავისუფლებას” აქამდე “უცხოეთის აგენტის” სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ახლა კი ის დამძიმდა და “არასუსრველის” სტატუსი მიენიჭა. “რადიო თავისუფლების” პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა თქვა, რომ ეს არის უახლესი მაგალითი იმისა, თუ როგორ აღიქვამს მიუკერძოებელ […]

ევროკავშირის კიდევ ერთი სანქცია რუსეთს – გაიგეთ დეტალები

ევროკავშირის კიდევ ერთი სანქცია რუსეთს – გაიგეთ დეტალები ევროკავშირის კიდევ ერთი სანქცია რუსეთს. აღნიშნული სანქცია რიგით მე-13 იქნება. სანქციები პირველად ჩინურ, თურქულ და კორეულ კომპანიებსაც შეეხო. როგორც ცნობილი ხდება ჩინურ კომპანიებს ბრალი რუსეთისთვის აკრძალული პროდუქციის მიყიდვაში ედებათ.